სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მითოლოგიური ჰოროსკოპი

კენტავრი (8 იანვარი - 12 თებერვალი) - კენტავრებში (თუმცა არა ყველაში) ცხოველური გრძნობები უფრო ჭარბობს, ვიდრე ადამიანური ემოციები. კენტავრები დამოუკიდებლები არიან, ისინი ემოციურ სტიმულს გაცილებით მეტს მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე გონების ძახილს და შინაგან ხმას. კენტავრებს უჭირთ ისეთი გრძნობების კონტროლი, როგორიცაა თავშეკავება, მრისხანება, სექსუალური მისწრაფება, შიში და შური.

ჰარპია (13 თებერვალი - 18 მარტი) -ძნელად ივიწყებს წყენას და ძალიან უჭირს პატიება. იგი წყენასა და ბოღმას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იხვევს გულში ისე, რომ გარეგნულად არაფერს იტყობს, თუმცა მუდამ მზად არის შურისძიებისათვის. ჰარპიებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მტრის წარუმატებლობა და მარცხი.

პეგასი (19 მარტი - 24 აპრილი) თავი სხვა ადამიანებზე მაღლა უჭირავს, ის ძალიან ამაყია და არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით. პეგასები ვერ იტანენ ერთფეროვან, მოსაწყენ სამუშაოს და ყოველთვის აქვთ უკეთესის იმედი.

ცერბერი (25 აპრილი - 30 მაისი) - ბოროტი ხასიათით გამოირჩევა, უბრალო წყენის გამო, მას შეუძლია ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტოს. ის დიდი ხანი ვერ ძლებს კონფლიქტების გარეშე. საკუთარი თავის კონტროლი კი მას ნერვიული დაძაბულობისა და სტრესის ფასად უჯდება.

სატირა (31 მაისი - 3 ივლისი) ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება სექსის გარეშე და სექსუალური დაკმაყოფილება მათთვის ყველა სხვა საკითხზე მაღლა დგას. სატირები - ქალებიც და მამაკაცებიც გამოირჩევიან იმით, რომ ადვილად ანგრევენ საკუთარ, თუ სხვის ოჯახებს და ადვილად ტკენენ გულს პარტნიორებს. ყველა სხვა სფეროში სატირები უწყინარნი და არააგრესიულები არიან.

სირინოზი (4 ივლისი - 10 აგვისტო) ცხოვრებაშიც წარმატებულად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობას პირადი მიზნების მისაღწევად ისე, რომ არ ითვალისწინებს სხვის ინტერესებს. ქალი სირინოზები ადვილად ახერხებენ მამაკაცებით მანიპულირებას, ისევე, როგორც მამაკაცი სირინოზები ქალებით.

გრიფონი (11 აგვისტო - 15 სექტემბერი) მებრძოლი, ძლიერი და მძვინვარე არსებაა, ამიტომ ადამიანი - გრიფონიც ანალოგიური თვისებებით გამოირჩევა. ის ფანატიკურად და მთელი ძალებით იბრძვის საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად და მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა. საკუთარი კარიერისთვის იგი თავს არ ზოგავს და არაფერზე იხევს უკან.

ქიმერა (16 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) რეალურ ცხოვრებაშიც ანალოგიური თვისებებით გამოირჩევიან, ისინი ორპირები და ფარისევლები არიან. მათი ქმედებები ხშირად გაუთვლელია, რის გამოც ხშირად ქიმერების საქციელის უკან, საპირისპირო აზრი იმალება ხოლმე. ის ნამდვილი ქამელეონია და მასთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

სფინქსი (23 ოქტომბერი - 30 ნოემბერი) ცივსისხლიანი, ჭკვიანი, ეშმაკი და ანგარებიანია, შეუძლია მოიტყუოს, თუმცა ამას მოხერხებულად აკეთებს. ის ყოვეთვის პრაქტიკული, პრაგმატული და რეალისტურია. მიდრეკილია იმ თანხებისა და მატერიალური სიკეთის მითვისებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

მინოტავრი (1 დეკემბერი - 7 იანვარი) თავისი ცხოველური საწყისის მონაა, იგი ყოველთვის სხვაზეა დამოკიდებული, არ გამოირჩევა ლიდერის თვისებებით და მუდამ უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ადვილად ექცევა ცუდი ზეგავლენის ქვეშ. მისი მართვა ადვილია. იგი ხშირად ხდება იარაღი სხვა, ჭკვიანი ბოროტმოქმედების ხელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100