ის, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება და არ ვიცით...

ადამიანის ორგანიზმი ძალიან უცნაური და სიღრმისეულია. ყოველ დღე შეიძლება მასში ახალი აღმოჩენის გაკეთება. არსებობს ბევრი ისეთი ნიუანსი ანატომიის შესახებ, რომელიც აქამდე ჯერ არ იცოდით.

გთავაზობთ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ფაქტებს ჩვენი ორგანიზმის შესახებ:

ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ორგანიზმი სრულ რეგენერაციას განიცდის - ყოველდღიურად ჩვენს სხეულში 70 მილიარდი უჯრედი კვდება და ამას ვერც კი ვამჩნევთ, რადგან ორგანიზმს არაფერი ეტყობა. 3-4 დღეში ერთხელ ნაწლავების განახლება ხდება, ერითროციტები 3 თვეში ერთხელ იღუპებიან, თირკმელების უჯრედები კი წელიწადში ერთხელ განიცდიან ჩანაცვლებას. აქედან გამომდინარე, 10 წელიწადში ორგანიზმი სრულ რეგენერაციას განიცდის, თუმცა ნეირონები საუკუნეზე მეტ ხანს ცოცხლობენ.

ჭიპი ბაქტერიების ბუდეა - ცოტა არ იყოს, საშინლად ჟღერს, თუმცა ჭიპში ყოველდღიურად ახალი ბაქტერიები იბადებიან, რომლებიც საკუთარ ეკოსისტემას ქმნიან. როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ძალიან წააგავს ტროპიკულ ტყეს - ძალიან დაბალანსებული სისტემაა. ბაქტერიების ნაწილი დომინანტებადაც გვევლინება.

გემოს რეცეპტორები გულზეა განთავსებული - ჩვილ ბავშვს გემოს იმდენი რეცეპტორი აქვს, რომ მათი ნაწილი განთავსებულია ხახაში, თუმცა ზრდასთან ერთად ისინი ქრებიან. ზრდასრული ადამიანის რეცეპტორები კი დაახლოებით 10 ათასამდეა პირში განთავსებული. დაახლოებით 60 წლის ასაკში კი ამ რეცეპტორების რაოდენობა ნახევრდება. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გემოს რეცეპტორები, რომლებიც სიმწარეს შეიგრძნობენ, გულზეა განთავსებული.

კუჭის წვენს რკინის გადნობა შეუძლია - კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას, რომელსაც, როგორც ცდებმა აჩვენა, რკინის გადნობა შეუძლია. 37 გრადუსზე გამთბარ მარილმჟავაში მეცნიერებმა სამართებელი და ჩვეულებრივი ელემენტი მოათავსეს. 24 საათის განმავლობაში სამართებელის 63% გადნა, ელემენტი კი მთელი შენარჩუნდა.

ემოციები ქმნიან ცრუ მოგონებებს - ჩვენი მოგონებები ყოველ დღე იცვლება და ისინი ჩვენს ემოციებზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად, თქვენ შარშან საუკეთესო მეგობართან ერთად დასასვენებლად იყავით წასული და ძალიან გაერთეთ, რამდენიმე დღის წინ კი მასთან სერიოზულად იჩხუბეთ და აღარ ეკონტაქტებით. ახლა უკვე მასთან ერთად გატარებული შვებულება არც ისე მხიარულად გეჩვენებათ და გგონიათ, რომ მაშინაც ვერ იყო რაღაც წესრიგში თქვენს შორის.

დილით უფრო გამხდრები და მაღლები ვართ - მოზარდებმაც კი იციან, რომ მალები ერთმანეთში მჭიდროდ არ არის ჩასმული, რის გამოც ახალგაღვძებული ადამიანი უფრო დიდია სიმაღლეში. ამ დროს წონაც უფრო ნაკლებია ჩვეულებრივზე. ეს იმის გამო ხდება, რომ ძილის დროს ორგანიზმი განაგრძობს მუშაობას დაზედმეტი ცხიმები თავისით იწვება. სუნთქვის, ოფლიანობისა და შარდის გამოყოფის დროს დაახლოებით 2 კილოგრამი იწვება ღამეში.

როდესაც სახეზე წითლდებით, კუჭიც იცვლის ფერს - ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის გულისკენ მიმავალი გზაც კუჭზე გადის. კუჭზე უამრავი ნერვული ხაზი გადის, როდესაც შეყვარებულები ვართ, შეგრძნება გვაქვს, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ, ნერვიულობისას კუჭი იკუმშება და სპაზმები გვემართება. ხოლო როდესაც სირცხვილისგან სახე გვიწითლდება, ჩვენი კუჭიც წითლდება ამ დროს.

ყველა ადამიანს აქვს ულტრაიისფერი მხედველობა - როდესაც მედიკოსები კატარაქტაზე სამკურნალო პროცესს ატარებენ, თვალიდან იღებენ კრისტალს, რის შემდეგაც ადმიანს ულტრაიისფერი მხედველობა უჩნდება (ასე დაემართა კლოდ მონესაც). კრისტალი ჩვენს თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

კომენტარი