მუცლის ღრუში შენახული ხელი - ამ გზით შეუნარჩუნეს ქირურგებმა მეხანძრეს თითები, რომელსაც დაზიანების გამო მოკვეთა ემუქრებოდა (+18)

ენტონი სიუარდუ სულ რაღაც 20 წლისაა, მეხანძრის კარიერა ახალი დაწყებული აქვს და უკვე განიცადა ამ საქმიანობის გამო დიდი ტკივილი. ერთ-ერთი გამოძახებისას მას ხელი ძალიან დაუზიანდა, საავადმყოფოში მიყვანისას კი არავის ჰქონდა იმედი, რომ მის შენარჩუნებას ვინმე შეძლებდა. ქირურგებმა ენტონის ასაკიდან გამომდინარე სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ მიაგნეს ხერხს, რომლის შედეგადაც ხელი სასწაულებრივად გადაარჩინეს. ეს ყოველივე კი შემდეგნაირად მოხდა - დაშავებულის ხელი დროებით მუცელში შეინახეს, რათა სისხლის მიმოქცევა არ დარღვეულიყო და დაზიანებულ ადგილს სიცოცხლის უნარი შეენარჩუნებინა.
ხელი მუცლის ღრუში სამი კვირის მანძილზე ინახებოდა. ამის შემდეგ მას გადაუნერგეს კანი და დაზიანებულ ადგილს საშუალება მისცეს შეხორცებულიყო. შეხორცების შემდეგ ორი ოპერაცია გაკეთდა, რათა ხელი ნაწილობრივ მაინც აღდგენილიყო. მართალია, მისი შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოხერხდა, თუმცა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცისთვის ხელის გარეშე დარჩენა ბევრად უარესი იქნებოდა.

კომენტარი