სხვადასხვა ქვეყნების უცნაური საქორწინო ტრაცდიციები

სამი დღე საპირფარეშოს გარეშე, დაკბენილი სიძე და გამაძღარი პატარძალი - ოჯახური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას წყვილები სხვადსხვანარად ადგებიან. ჟურნალმა ELLE ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიციების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს:

ჭუჭყიანი აბაზანა, შვეიცარია

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, არსებობს ტრადიცია, რომელიც ძალიან არა ესთეტიურად შეიძლება მოგეჩვენოთ. ასე მაგალითად, ქორწილის წინა დღეს მომავალის სიძის ოჯახის წევრები საპატარძლოს აბაზანის მიღებაში ეხმარება. ამაში უცნაური კიდევ უფრო მეტად ის არის, რომ რაც იმ მომენტში მაცივარში მოეპოვება ოჯახს - მაიონეზი, სოუსი, ალკოჰოლი, თხევადი პროდუქტები, ყველაფერს ერთად ასხამენ გოგონას. ეს ტრადიცია არსებობს იმისთვის, რომ პატარძალმა მიიღოს გარკვეული გამოცდილება და გამოიმუშავოს მოთმინების უნარი, რაც მძიმე სიტუაციაში გამოადგება ოჯახური ცხოვრებისთვის.

ხეზე ქორწინება, ინდოეთი

ინდოეთში ყველაზე მეტად მას არ უმართლებს, ვინც ყველაზე უმცროსი ვაჟია თავის ოჯახში. მათ არ აქვთ დაოჯახების უფლება, სანამ უფროსი ძმა ან ძმები არ იქორწინებენ. თუმცა, ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი - თუ უმცროსი ძმა ძალიან შეყვარებულია და დაოჯახება ყველაზე მეტად უნდა, ამ დროს კი უფროს ძმას არ ჰყავს თავისი გულის სწორი ნაპოვნი, ის მიდის და ხესთან ქორწინდება, რის შემდეგაც უმცროსს ეძლევა დაოჯახების შანსი.

მოგიწევს მოითმინო, ბორნეო

აი, კიდევ ერთი ტრენინგი მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად, თუმცა ჯანმრთელობისთვის საშიში. ეს ტრადიცია ტუდონგის ტომს ეკუთვნის და მისი შინაარსი შემდეგში მდგომარეობს - ქორწილამდე სამი დღის განმავლობაში მომავალ სიძე-პატარძალს ეკრძალება საპირფარეშოში შესვლა. მათ ორი ვარიანტი აქვთ - ან გარკვეული პერიოდის განმავლობაშ წინასწარ უნდა გამოიმუშაონ ეს მოთმინების რეფლექსი ან წინა დღით არაფერი ჭამონ და დალიონ. ამ ტრადიციის მიზანი ისაა, რომ ყველაზე დიდი სირთულე დაოჯახებამდე გადალახოს წყვილმა, რადგან ამაზე უარესი ცხოვრებაში აღარ შეხვდებათ და თუ რიტუალს წარმატებით დაასრულებენ, მათ ბედნიერ თანაცხოვრებას აღარაფერი ემუქრება.

ბედის შეჯახება, ნიგერია

თუ შვეიცარიაში წინა საქორწინო ტრადიციის გამო საპატარძლო იტანჯება, აქ ყველაფერი პირიქითაა - საქმროს უწევს ატანა გარკვეული სირთულეების. მამაკაცი როდესაც გოგონას მშობლებს მის ხელს სთხოვს, სანაცვლოდ გარკვეული „გამოცდებიც“ უნდა ჩააბაროს, რათა საცოლე დაიმსახუროს. დავალებები კი სხვადასხვანაირია და მისი წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მამაკაცი საცოლეს ვერ „დაიმსახურებს“. რაც შეეხება საპატარძლოს, ის გარკვეულ წონაზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუ გამხდარია, სპეციალურად კვებავენ ნოყიერი საკვებით, რათა გასუქდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაოჯახდება.

გააკეთე ისე, როგორც მე, კენია

როგორც ჩანს, კენიაში ფემინიზმი იმარჯვებს, რადგან მამაკაცებს ქორწინებამდე აიძულებენ ერთი თვე ქალის სამოსით იაროს - ეს ერთგვარი ხერხია იმისთვის, რომ მამრობითმა სქესმა გაიაზროს, რამხელა ტვირთი აწევს ქალს კისერზე.

ვაშლის სროლა, ბულგარეთი

ბულგარეთში ერთი ძალიან საყვარელი და სასაცილო ტრადიციაა - თუ ვაჟს გოგოსთვის ხელის თხოვნა უნდა, ვაშლს ესვრის. ოღონდ ეს სროლა მსუბუქი უნდა იყოს, რათა გულის სწორი არ დააზიანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გოგოსგან უარყოფითი პასუხი გარანტირებულია.

დაკბენილი სიძე, რუანდა

რუანდაში ეს ტრადიცია სულიერ რიტუალს უფრო ჰგავს. ქორწინებიდან ორი კვირის განმავლობაში პატარძალს უფლება აქვს მეუღლე დაკაწროს, ცემოს და დაკბინოს და ეს ყველაფერი მხოლოდ დღის საათებში უნდა მოხდეს, ღამით აკრძალულია. ტრადიციის მიზანია გარკვეული ბრაზი და უკმაყოფილება გამოავლინოს ქალმა, რაც ოჯახური ცხოვრების დაწყებისას შეხვება მას. პატარძალს მხოლოდ ორი კვირა აქვს, რომ შეეჩვიოს ახალ ცხოვრებას.

კომენტარი