სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

36 წლის ბორტგამცილებელი, რომელმაც თავისი ქალიშვილობა 250 ათას ევროდ გაყიდა, სასიმღერო კარიერის მოწყობას გეგმავს

დრონი.ჯი-მ არა ერთხელ შემოგთავაზათ სხვადასხვა ისტორიები გოგონებზე, რომლებმაც საკუთარი ქალიშვილობა კოლოსალურ თანხებად გაყიდეს - ზოგს კარგი ბინა და ავტომობილი სურდა, ნაწილს სწავლის თანხის მოგროვება და ამ გზით ისრულებდნენ ოცნებებს.

გერმანელმა მენდიმ, რომელიც 36 წლისაა (დიახ, ის აქამდე ნამდვილად ინახავდა ქალწულობას) და მომღერლის კარიერაზე ოცნებობს, საკუთარი საქალწულე აპკი 250 ევროდ გაყიდა.

მოგეხსენებათ, რომ არსებობს სპეციალური საიტი, სადაც გოგონებს შეუძლიათ საქალწულე აპკი აუქციონზე გაიტანონ და მენდი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.



აუქციონის დაწყებისთანავე ერთ-ერთმა ანონიმურმა ბიზნესმენმა 250 ათას ევროდ შეიძინა მისი პირველი მამაკაცობის პრივილეგია. სექტემბერში მათი პირველი სქესობრივი აქტის მერე გოგონას ეს თანხა გადაეცემა და შეძლებს ოცნების ასრულებას.

რაც შეეხება 36 წელი საქალწულე აპკის შენახვას, მენდი აცხადებს, რომ ყოველთვის შესაფერის მამაკაცს ელოდა, შემდეგ კი სამსახურზე გადაერთო, ბორტგამცილკებლად დაიწყო მუშაობა და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამასობაში წლები გადიოდა და ქალიშვილობა მისთვის ტვირთად იქცა. ნელ-ნელა დაეწყო შიში და არასრულფასოვნების კომპლექსი, სანამ შემთხვევით გაზეთში ზემოთ აღნიშნული საიტის განცხადება არ ნახა და შემდეგ ქალიშვილობა ძვირად არ გაყიდა.



„ეს კაზინოსავითაა - საჭიროა იცოდე, როდის გაჩერდე. მე შემეძლო კიდევ მეთმინა წლობით და საკუთარი თავი გამემხნევებინა, რომ ოდესმე ჩემს სასურველ მამაკაცს შევხვდები, თუმცა არავინ იცის ეს როდის მოხდება“ - აცხადებს მენდი.

ის თვლის, რომ ძალიან მომგებიან სიტუაციაშია, რადგან ამხელა თანხა ასე მარტივად იშოვნა, ამასთან, ის კვლავ გააგრძელებს საოცნებო მამაკაცის ლოდინს, რომელიც გაუგებს და მის მიერ გაყიდულ აპკს დაივიწყებს.



რაც შეეხება მოპოვებულ თანხას, ნაწილს ის თავის სასიმღერო კარიერას მოახმარს, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო, ნაწილს კი ოჯახსა და ქველმოქმედებას მოახმარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100