თავის ქალაში გაყრილი ფოლადის წნული - 21 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

21 წლის ინდოელი სანჯაია ბაჰე სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა, სადაც გარკვეული ინციდენტის დროს არმატურის წნული მოხვდა თავში, ერთი მხრიდან შევიდა და მეორედან გამოვიდა - ასეთი შემთხვევის დროს ცოცხალი შეიძლება არავინ გადარჩეს, მაგრამ სანჯაიას იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე ეს თავად ჰგონია.

ოპერაციამ სათნახევარს გასტანა და ამ მოკლე დროის მიუხედავად, პროცედურა საკმაოდ რთული იყო. ქირურგიული ჩარევის დროს დიდძალი სისხლის დაკარგვის გამო წნევა დავარდა და ექიმები ფიქრობდნენ, რომ ეს დასასრული იყო, თუმცა სანჯაიას აქაც გაუმართლა და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

როგორც მოგვიანებით ქირურგებმა აღნიშნეს, ლითონი მილიმეტრებით იყო ტვინს აცდენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაჰე ადგილზე დაიღუპებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ექიმები ფიქრობენ, რომ ეს შემთხვევა სანჯაიას მომავალში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, რადგან თავის ქალის რეაბილიტაცია იმდენად რთულია, რომ დიდი შანსია მენინგიტიც განუვითარდეს. რაც შეეხება თავად პაციენტს, ის თავს შესანიშნავად გრძნობს და არც კი ფიქრობს მომავალ გართულებებზე.

კომენტარი