სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ღირს „მის სამყარო“?

ბოლო „მის სამყაროზე“ უკრაინამ ფანტასტიური შედეგი უჩვენა, როცა ამ ქვეყნიდან წარგზავნილმა ოლესია სტეფანკომ ვიცე-მის სამყაროს ტიტული მოიპოვა. მთელი მსოფლიო შემოიარა „მის სამყაროს“ გამარჯვებული ანგოლელი გოგონას ფოტოებმაც, სადაც აშკარად სჩანს, რომ იგი ქვედა საცვალს მაინცდამაინც დიდი ხალისით ვერ ეგუება და ზოგჯერ კაბის ქვეშ მას საერთოდ არც იცვამს.

მაგრამ ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ ხდება ლამაზმანების შერჩევა ამ კონკურსისთვის და, საერთოდ, ვინ აფინანსებს „მის სამყაროს“, იქ წარმოდგენილი ლამაზმანების ქვეყნებში. ამჯერად უკრაინის მაგალითზე ვიმსჯელოთ.

უკრაინაში ყველამ იცის, რომ „მის სამყარო-უკრაინას“ ცნობილი მეცენატი და მდიდარი ადამიანი, ალექსანდრე ონიშენკო აფინანსებს. მასთან ერთად აქტიურობს კიდევ ერთი უკრაინელი მდიდარი - ალექსანდრე ნიკოლაენკო.

ამასთან, ონიშენკო ფარავს ვარსკვლავების შერჩევისთვის საჭირო ყველა ხარჯს, როგორც უკრაინაში ამბობენ - საკუთარი ჯიბიდან. რაც შეეხება შოუს, მისი ხარჯები მთლიანად რეკლამის დამკვეთთაგან შემოსული თანხით იფარება.

რაც შეეხება ალექსანდრე ნიკოლაენკოს, უკრაინული მედია წერს, რომ ის ფარავს კონკურსში ვარსკვლავების მონაწილეობის, კონკურსანტთა შერჩევისა და სხვა ხარჯებს. როგორც წესი, ბიზნესმენები არაფრად დაგიდევენ შოუს შემოსავალს და ისინი ფულს იმისთვის კი არ დებენ, რათა ამონაგები თანხიდან წილი მიიღონ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი სტატუსი და კეთილი ნება დაადასტურონ და მეცენატებად გამოჩნდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100