სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქმრო ძვირადღირებული ქორწილის წინ გაუჩინარდა და საპატარძლოს დიდი ოდენობის ვალი შეატოვა

ტაილანდში მამაკაცი ძვირადღირებული ქორწილის წინ გაუჩინარდა და საცოლეს დიდი ოდენობის ვალი შეატოვა - ამის შესახებ გამოცემა Asia One იუწყება.

ყველაფერი კი ძალიან უცნაურად დაიწყო - 30 წლის ტაილანდელმა ქალმა 50 წლის ნატი გაიცნო, რომელომაც უთხრა, რომ სერიოზული კომპანია ჩამოაყალიბა, პარტნიორები კი ჰონგ-კონგში იმყოფებოდნენ. მამაკაცმა ახალგაცნობილ ქალს თავისი მდიდრული ცხოვრების შესახებაც უამბო და ლამაზი სიტყვებით თავბრუ დაახვია.

გაცნობიდან მეორე დღეს მამაკაცმა ქალს ხელი სთხოვა. გოგონამ პასუხი აღარ დააყოვნა და წინადადებას დასთანხმდა. ქორწილი მომდევნო თვეს - აპრილში დაგეგმეს და გადაწყვიტეს, გრანდიოზულად აღენიშნათ ის. დაჯავშნეს სასტუმრო, სადაც ყველა სტუმრის დაბინავება მოხერხდებოდა და შენობის დარბაზშივე გაიმართებოდა წვეულება. დაიქირავეს ივენთების ორგანიზატორები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ძვირად ფასობდნენ. წყვილმა გადაწყვიტა ხარჯები თანაბრად გაენაწილებინათ, მამაკაცმა კი ჩეკების განაღდება საკუთარ თავზე აიღო და საცოლეს შეპირდა, წვეულების ორგანიზატორებსა და სასტუმროს ადმინისტრაციას გადაუხდიდა. მანამდე კი ჰონგ-კონგში პარტნიორებს უნდა შეხვედროდა, რაც, წესით ორ დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელდებოდა.

მამაკაცი საცოლის მიერ გამოწერილ ჩეკებთან ერთად გაქრა და ძვირადღირებული ქორწილის ხარჯები, რომელიც აღარ შედგებოდა მთლიანად ქალის გადასახდელი აღმოჩნდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ ტაილანდელ პატარძალს ვალი გადაუნაწილა და ნელ-ნელა გადახდას დასთანხმდა, თუმცა ივენთების ორგანიზატორებმა მიტოვებულ საცოლეს სასამართლოში უჩივლეს და ყველა ხარჯის ერთიანად ანაზღაურება მოსთხოვეს.

რაც შეეხება საქმროს, როგორც გაირკვა, ის გამოცდილი თაღლითი იყო და არა ერთი ქალი მოატყუა ფულის გამოძალვის მიზნით. პოლიციამ მისი დაკავება ჯერაც ვერ შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100