ნახეთ, რა დამართა ახალგაზრდა მამაკაცს პატარა ხალმა და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მისმა არსებობამ

ავსტრალიელმა რაიან გლოსოპმა გადაწყვიტა კანის სიმსივნეზე შეემოწმებინა საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი გასულ ნოებერს მელანომით გარდაიცვალა. მამაკაცს ახლა კისერზე უზარმაზარი შრამი აქვს, სამაგიეროდ ცოცხალი და საღსალამათია.

ჯანმრთელობაზე ნერვიულობამ 37 წლის რაიანი სიკვდილს გადაარჩინა - მის კისერზე ერთი პატარა ხალი კიბოს მატარებელი იყო და ახლა მთლიანად ამოკვეთილია. თავიდან ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რათა მოეშორებინათ სიმსივნე, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საკმარისი არ იყო და დამატეთ კიდევ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. საბოლოოდ გლოსოპს 40 სანტიმეტრის დაინფიცირებული ქსოვილი ამოაჭრეს, კანი კი თავისივე ფეხიდან გადაუნერგეს.

"თავიდან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ კანის გადანერგვას ჩემივე ფეხიდან შეძლებდნენ, ძალიან მომეშვა. უბრალოდ შევეჩვიე იმ აზრს, რომ ამხელა ნაწიბურით მომიწევდა ცხოვრება" - განაცხადა გლოსოპმა.

ორი შვილის მამა ახლა სხვებსაც მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება მარტივად დასამარცხებელია. მან საკუთარ მცირეწლოვან შვილებსაც ჩაუტარა სკანირება, რათა შეეფასებინა მომავალში კანის კიბოს განვითარების რისკები - წერს გამოცემა The Sun.

კომენტარი