მამაკაცმა პირუტყვის ვიაგრა მიიღო და სამდღიანი ერექციის შემდეგ საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა

შუა ხნის მექსიკელმა მამაკაცმა პირუტყვისთვის განკუთვნილი ვიაგრა მიიღო, რის შედეგადაც სამდღიანი ერექციის შემდეგ საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა - ამის შესახებ ადგილობრივი სოციალური მედია იუწყება.

ოპერაციის დეტალები არ არის გამჟღავნებული, თუმცა ცნობილია ის, რომ სასწრაფო დახმარება თავად პაციენტმა გამოიძახა ტკივილისა და არანორმალური ერექციის მიზეზით.

როგორც თავად მამაკაცმა განაცხადა, ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 30 წლის ქალთან სქესობრივი კონტაქტი გადაწყვიტა.

ექიმების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პაციენტს სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული და რეაილიტაციის პერიოდი ხანგრძლივი იქნება.

კომენტარი