სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შხამი, რომელიც სამყაროში გავრცელდა იმის ბრალია, რომ... ყველაფერი მაისიდან დაიწყებს დაღმასვლას..." - რა პროგნოზები კეთდება მსოფლიო ასტროლოგიაში

იმის გამო, რომ კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამას მსოფლიო ელოდებოდა და ვაქცინა ამ დრომდე არ არის შექმნილი, საინტერესოა ამ გლობალური პრობლემის შესახებ რა მოსაზრება აქვთ მსოფლიოში ცნობილ ასტროლოგებს:


ასტროლოგების ერთი ნაწილი ამ ყველაფერს სატურნის გადასვლებს უკავშირებს, რომელიც გასული წლის 18 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 24 იანვარს დაიწყო აღმასვლა. ასევე იუპიტერს, რომელიც ამ საქმეში 5 ნოემბერიდან ჩაერთო.

”ეს კოლექტიური გადასვლები ხსნის აჯანყებას ჩვენს გარშემო. ასევე მარსი მოთავსდა მორიელის სახლში, რომელიც განაგებს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას. ეს ყველაფერი, ერთად უბედურებებს იწვევს, რომელიც ბუნებრივია მიმართულია ადამიანისკენ”- ამბობენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ასტროლოგები.

ინდუსმა მღვდელმა უნდრა შასტრის ასეთი მოსაზრება გამოთქვა: ”ვირუსების გავრცელების ასტროლოგიური გავლენა ჯერ კიდევ 2019 წლის 5 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პლანეტა იუპიტერი მშვილდოსანის სახლში შევიდა. ”

მისი თქმით, იუპიტერისა და მშვილდოსნის ერთობლიობამ გამოიწვია ვირუსის გამოყოფა.
”2019 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე იუპიტერი იმორჩილებოდა ამ ყველაფერს და ამის გამო ვირუსი არ გავრცელებულა. თუმცა, როდესაც იუპიტერმა 15 იანვრის შემდეგ დაიწყო ზრდა, მსოფლიოში დაიწყო ვირუსის გავრცელებაც. ”

შასტრი ამბობს, რომ იუპიტერი თხის რქაში 30 მარტიდან 30 ივნისამდე იქნება.
” ამ პერიოდში შემცირდება ვირუსის უარყოფითი გავლენა. მაისიდან მოვლენები დადებითად განვითარდება”.

ინდოელი მღვდელი და ასტროლოგი აჩარია უმეში, ამბობს, რომ მაისი არის თვე, როდესაც მსოფლიოში კოროვირუსებისგან განთავისუფლება დაიწყება.
”რუჰა და ქეთუ (ჩრდილების პლანეტები; მთვარის სამხრეთ და ჩრდილოეთ კვანძები) გადადის საკუთარი თანავარსკვლავედში. თანავარსკვლავედში რუჰას განსხვავებულობა მთელს მსოფლიოში შხამს ავრცელებს. ნებისმიერი ტიპის ვირუსის გავრცელება სწორედ ამით არის განპირობებული. რუჰა აქედან 20 მაისს გაემგზავრება. ამის შემდეგ, გლობალური სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოექცევა. ”

უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100