გუბაზ სანიკიძე: ბადრი ბიწაძე არის კრიმინალი

"დრონი. ჯი" აგრძელებს ქართველ პოლიტიკოსებზე მათი კოლეგების ფრთიანი გამონათქვამების შეგროვებას და გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ოპოზიციის ლიდერების „მარგალიტებს“ ბადრი ბიწაძის შესახებ. რეზო ამაშუკელი: ბადრი ბიწაძემ და მისმა ცოლმა დააქციეს სწორედ ეს ქვეყანა. რა უნდათ, ვერ გავიგე, თეატრი ხომ არ არის ეს პოლიტიკა, სცენაზე დაიხოცნონ. წადით, რა, სახში თქვე კაი ხალხო!
გია გაჩეჩილაძე. (მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე): სწორედ ბადრი ბიწაძის არერთ უკანონო ბრძანებას მოჰყვა სავალალო შედეგი... ვერ გავიგე, ამ კაცს რაღა უნდა. დაიცავი რა ის საზღვარი, რაც გაბარია. ამ დედაბუნებას ნუღარ გვინადგურებ.
თემურ შაშიაშვილი: ბადრი ბიწაძე როცა გათხოვდა ბურჯანაძეებისას, უკაცრავად როცა ჩაესიძა ანზორ ბურჯანაძეს, მას აქეთ დამოუკიდებლად, მგონი ტუალეტშიც არ გასულა. ან ანზორს ეკითხება, ან ნინოს.
ზვიად ძიძიგური: ბადრი ბიწაძე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ცოლთან ერთად მოუწევს პასუხისმგებლობა. მალე, ალბათ ციხეში შეხვდებიან ერთმანეთს.
დავით გამყრელიძე: ბიწაძე არის ბურჯანაძეების ყურმოჭრილი მონა. მაგრამ მგონი ყურებიც არა აქვს. არაფერი არ ესმის და ეყურება.
სოზარ სუბარი: მოვა დრო და ბადრი ბიწაძეს აუცილებლად მოეკითხება თავისი დანაშაულობებისთვის. ვდებ პირობას, რომ როცა სახალხო დამცველის პოსტიდან წავალ, პირადად გავახმაურებ ათეულობით საქმეს, რომლებიც მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ზოგადი საუბარი შემიძლია ამ საქმეებზე და ბრალს ვერ დავდებ მას ათასგვარ დანაშაულში, რომელიც გენპროკურატურაში მუშაობისას ჩაუდენია, თუნდაც.
კობა დავითაშვილი: ბიწაძე არის კრიმინალი. ის არამარტო ხელს აფარებს საკუთარი ოჯახის დანაშაულს, პირიქით, თითონაც გვარიანად მოითბო ხელი კორუფციით. ძალიან ძნელია გაარკვიო, ამ ოჯახში ვინ უფრო მეტს იპარავდა, ბადრი, ნინო თუ ანზორი.
თინა ხიდაშელი: ბიწაძის მთავარი ფინქცია ახლა ის არის, ხელი დააფაროს თავის სიმამრსა და მის აფსონებს და ოჯახს ის მილიონები შეუნარჩუნოს, რომელიც წლების წინ იპარეს ბიუჯეტიდან. ახლა ამას თავად ბადრი ბიწაძე განაგრძობს წარმატებით.
ბეჟან გუნავა: სვანეთში ჯიხვი არ დატოვა ბადრი ბიწაძემ და მისმა საძმაკაცომ, დადიან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ვერტმფრენით და ხოცავენ. მოირგეს, რა, ეს ქვეყანა მართლა ჩოხასავით. რევაზ მიშველაძე: ვინ, ბადრი, კაცო? მას ვინ რას ეკითხება ნეტა ბურჯანაძეებთან? დარწმუნებული ვარ, რომ დილით სახლიდან რომ გამოდის, ანზორი დიდ „სპისოკს“ ატანს, მთელი დღე რა უნდა გააკეთოს, მეორე „სპისოკიც“ სამსახურში ხვდება ცოლისგან. მაგან რა საზღვარი უნდა დაიცვას?
გია ცაგარეიშვილი: ნინო ბურჯანაძის ხელში ბადრი ბიწაძე არის სათამაშო.
ფიქრია ჩიხრაძე: მე კაცურ ღირსებებს ბადრი ბიწაძეში, როგორც ნინო ბურჯანაძის მეუღლეში, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
თემურ შაშიაშვილი: ჭიათურა გახდა ბადრი ბიწაძის პირადი ნაკრძალი, ამბობენ, ამ კაცს ძალიან უყვარს ნადირობაო. იქაურობა ფაუნით დიდად არ გამოირჩევა და ახლა ხალხზე თუ დაიწყო ნადირობა, არ ვიცი... ისე, არც ეგ გაგიკვირდეთ, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხს სისხლს გამოსწოვ თუ თოფს ესვრი და ისე მოკლავ? გუბაზ სანიკიძე: ბადრი ბიწაძე არის უთავმოყვარეო კაცი და კრიმინალი. მაგას მალე მოეკითხება თავისი დანაშაულობები, მაგის ოჯახსაც.
შალვა ნათელაშვილი: ხუთი კომბლიანი კაცი რომ დააყენო იქითპირა ხევსურეთში, ისინი უფრო კარგად დაიცავენ საზღვარს, ვიდრე ბიწაძის მთელი უწყება.
კახა შარტავა: მოვა მალე დრო და თითოეული გოჯი მიწისთვის მოეკითხება ბიწაძეს. ჯერ ისედაც დაულაგებელი იყო ყველაფერი და ამან ისე აურია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში საქმე, თითოეული გოჯის დასაბრუნებლად, ქვეყანას კაცმა არ იცის, რისი გაღება მოუწევს მომავალში.
ლელიკო ჯაფარიძე: ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაშია და მისმა ქმარმა სახელმწიფო ფული თქვლიფოს? ვა, რა მარგად აეწყოთ საქმე? ჯერ ბურჯანაძის ოპოზიციონერობა არ გაიშვა და მეორეც, ამ კაცს ნამუსი რომ ჰქონდეს, ცოლს იმავე დღეს მიჰყვებოდა უკან. კაცობა ეგ არის, სადაც ცოლია ქმარიც იქ უნდა იყოს!
სალომე ზურაბიშვილი: თქვენ როგორ ფიქრობთ, ბადრი ბიწაძეს ვინმე რამეს ეკითხება მთავრობაში? ეგ არის ისე, ფიქტიურად. ყველაზე დიდი, რაც მაგას ავალია მეუღლისთვის ამბების მიტან-მოტანაა.
რეზო ამაშუკელი: პოლიტიკა-მოლიტიკა არ ვიცი მე. რაც ბადრი ბიწაძის ცოლს აგინეს, ლანძღეს, მაგას კაცობა რომ ჰქონოდა, ხმა კი არ უნდა ამოეღო მუშტიც უნდა გაექნია. უკადრებელიც აკადრეს ბურჯანაძის ქალიშვილს, მაგრამ მისი ქმარი იდო მუდოსავოთ. კაცი რომ საკუთარ ცოლს ვერ დაიცავს, ის შენ საზღვარს დაიცავს?!
გია ცაგარეიშვილი: ცოლ-ქმარს იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი, ორივეს გარანტირებული აქვს გისოსებს მიღმა ყოფნა.

კომენტარი