სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 წლის ჰეტეროსექსუალი ბიჭი ინსულტმა გეიდ აქცია

სამხრეთ უელსში 19 წლის რაგბის მოთამაშემ კრის ბირჩმა ვარჯიშის დროს ინსულტი გადაიტანა. ის წაიქცა, როცა როცა ზურგზე გადაბრუნებას ცდილობდა და კისერიც მოიტეხა.

როგორც 9 ნოემბრის daily mail იუწყება, ყმაწვილი გადარჩა და გამოჯანმრთელდა კიდეც, მაგრამ გადატანილმა ინსულტმა მისი პიროვნება მთლიანად შეცვალა. ინსულტამდე მორაგბეს ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელთანაც ოჯახის შექმნას გეგმავდა, ინსულტის შემდეგ კი ბიჭმა განაცხადა, რომ გეია.

საბოლოდდ, ბიჭმა სამსახური შეიცვალა, 51 კგ დაიკლო და შეყვარებულს დაშორდა. თუ ადრე ის ბანკში მუშაობდა, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კურსები გაიარა, სტილისტი გახდა და 19 წლის მეგობარი ბიჭიც გაიჩინა, ვისთან ერთადაც ცხოვრობს. თვითონ კრის ბირჩი ამბობს, რომ როგორც კი გონს მოვიდა, მაშინვე მიხვდა - შეიცვალა და სულ სხვა ადამიანი გახდა. არადა, ინციდენტამდე, როგორც ბირჩი ამბობს, მამაკაცებისადმი ლტოლვა არასდროს განუცდია, მეტიც, ნაცნობებს შორის არც გეები ჰყოლია.

სპორტის მიმართ ყმაწვილმა ყველანაირი ინტერესი დაკარგა და ძველი მეგობრებიც მოიძულა. მან საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ჩვეულებრივზე მეტად დაიწყო.

ნევროლოგებმა მომხდარი შემდეგნაირად ახსნეს: სავარაუდოდ, ინსულტმა ტვინის სულ სხვა უჯრედების გააქტიურება გამოიწვია, რომლებიც მანამდე ასე აქტიური არ ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100