სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“კახეთში ქალიშვილ ქალს დასტირიან, “კარგუნახავი წახვედიიი”… კარგი თუ იყო, რას უკრძალავდით?” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ზღაპრებში არსებულ “ეშმაკურ ამბებზე” წერს.

“თინუსას ზღაპრებს ვუკითხავ და მიგნებებს ვაკეთებ ერთგვარს, – მზეთუნახავს სულ მეგონა მზეზე არ უსეირნია, ახლა მივხვდი, მზეჭაბუკუნახაობას უნდა ნიშნავდეს, ქალიშვილია მოკლედ რა. ძალიან ეშმაკური ამბებია ზღაპრებში.

კახეთში ქალიშვილ ქალს როგორ დასტირიან იცით? კარგუნახავი წახვედიიი… შე კარგუნახავო. ხოდა რა ვიცი კაცო, რას უკრძალავდით, კარგი თუ იყო?

ვხუმრობ თქვენგენაცვალეთ. არ გეგონოთ ვინმეს მანდილს ვერჩოდე. გინდ მოიხადეთ, გინდ დაიხურეთ. ზღაპრად გიყვებით, რაც წავიკითხე”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100