სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გაიცანით ინგა და კუკარაჩა" - ინგა გრიგოლიას სტუდიაში დათვის ბელები მიუყვანეს (ფოტო;ვიდეო)

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სტუდიაში ახლად დაბადებული დათვის ბელები მიუყვანეს.

,,გუშინ რომ პატარა ბელებზე დავწერე, ხომ გახსოვთ? ხოდა, გადაარჩინეს და ჩამოიყვანა გარემოს დაცვამ! მადლობა. ეხლა არიან ქექესთან და ხვალ დედალ დათვს მიუსვამენ.

ერთი ბიჭია, მეორე გოგო და დაარქვეს ინგა და კუკარაჩა.

ხოდა, გაიცანით ინგა და კუკარაჩა, მადლობა, ქექე და სოსო ჯიქურაშვილს. სტუდიაში მომიყვანეს და გამაცნეს", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიამ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ახლად დაბადებული დათვის ბელებისთვის დახმარებას ითხოვდა.

გუშინ რომ პატარა ბელებზე დავწერე,ხომ გახსოვთ? ხოდა,გადაარჩინეს და ჩამოიყვანა გარემოს დაცვამ!მადლობა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100