სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტინგის მონაწილეებს მხარდაჭერა რუსი ინტელიგენტების ნაწილმა გამოუცხადა

დემონსტრანტების მხარდამჭერთა შორის არიან რუსეთში ცნობილი მსახიობები: მაქსიმ ვიტორგანი, დარია მოროზი, რეჟისორები კირილ სერებრენნიკოვი, ვალერი ტოდოროვსკი, ივან ვირიპაევი.

ცნობილმა ტელეწამყვანმა სვეტლანა სოროკინამ და პუბლიცისტმა ირინა იასინამ დღეს გააკეთეს განცხადება, რომ პროტესტის ნიშნად ტოვებენ რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს.

ამ დროისთვის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ არითმეტიკული პროგრესიით იზრდება მათი რიცხვი, ვინც შაბათს დაგეგმილ მიტინგზე მისვლას გეგმავს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა მოსკოვის მერის განცხადება, რომელმაც ხვალინდელი მიტინგის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არეულობის შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100