ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მედალიონზე პუტინის შეურაცხმყოფელი წარწერაა

ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, კარელ შვარცენბერგის სამკერდე ნიშანზე რუსეთის პრემიერ–მინისტრის შეურაცხმყოფელი წარწერაა ამოტვიფრული. პიჯაკზე მიმაგრებულ მედალიონზე იკითხება: „პუტინ, ჩემთან, ერთი ადგილით!“

სწორედ ამ სამკერდე ნიშნით გამოცხადდა დიპლომატი ჩეხეთის პარლამენტში, სადაც ის MF DNES–ის ფოტორეპორტიორმა გადაიღო კიდეც.

„ეს, უბრალოდ, გოგონას საჩუქარი იყო“, – განაცხადა მოგვიანებით შვარცებერგმა, თუმცა, ფოტოს გამოქვეყნების მიუხედავად, მედალიონის პიჯაკზე მიმაგრების გამო ბოდიში არ მოუხდია.

თვითონ მინისტრმა განმარტა: „მეწყინებოდა, პუტინი რომ ამაზე გაბრაზდეს. მე ამ ჟესტს აღვიქვამ, როგორც ხუმრობას“.

პირველი ჩეხი დიპლომატისჟესტი ბევრს ჩეხეთშიც არ მოეწონა. ასე მაგალითად, ჩეხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ფაქტს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და დასძინა, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვის სვა მეთოდებიც არსებობს.

საერთოდ, დიპლომატებმა ამ ბოლო დროს ვლადიმირ პუტინის აუგად, ხშირ შემთხვევაში უტაქტოდ ხსენებას მოუხშირეს. ასე მაგალითად, რუსეთში აშშ–ის ელჩმა ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს „რუსეთის მთავარი ძაღლი“ უწოდა.

კომენტარი