სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი პოლიტიკოსის ანკეტა

გვიახლოვდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურ არენაზე ჩნდებიან ახალი ფიგურები, ყალიბდება ახალი პარტიები ან ხდება უკვე არსებული პარტიების გაერთიანება. მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, იქამდე, სანამ სახელმწიფოს აღმშენებლობის მრავალფეროვანი პროგრამების დეტალებში გავერკვევი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის შეხედულებები ნამდვილად ემთხვევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ მიზნით ვსვამ რამდენიმე კონკრეტულ კითხვას და მსურს მათზე მკაფიო პასუხები მივიღო:

1. ცნობთ თუ არა, რუსეთს საქართველოს დამპყრობლად მე-18 საუკუნის დასაწყისიდან,

იმ დროიდან, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო იმპერიის გუბერნიად გამოაცხადა და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა?

2. განახორციელა თუ არა, რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ხელმეორედ ოკუპაცია 1921 წლის 25 თებერვალს?

3. ) მიიჩნევთ თუ არა, რუსეთს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიების (აფხაზეთისა და შიდა ქართლის) მიმტაცებლად?

) აღიარებთ თუ არა, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ?

) აცნობიერებთ თუ არა, რომ რუსული აგრესიის შედეგად, მხოლოდ 90-იანი წლების შემდეგ, დაიღუპა ათასობით და ლტოლვილად იქცა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე?

4. მიგაჩნიათ თუ არა უდაო ჭეშმარიტებად, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგომ ამოცანათა შორის, მთავარი და სასიცოცხლოდ გადამწყვეტია საქართველოს ,,ნატო”-ს ბლოკში გაწევრიანება?

5. თვლით თუ არა, რომ: ) საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვა დასავლეთისკენ (,,ნატო”-ში და ევროკავშირში შესვლა) - არის უალტერნატივო გზა;

) საქართველოსთვის რუსეთის სახელმწიფოსთან რაიმე პოლიტიკურ კავშირში ( ,,დსთ”, ,,ევრაზიული კავშირი”) გაერთიანება, ამ ეტაპზე მაინც, დამღუპველია.

6. თანამშრომლობდით თუ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან, დაგიფინანსებიათ თუ არა (რა ფორმით) საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედი პირები, კერძოდ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ჩინოსნები?

7. მიიჩნევთ თუ არა, ვლადიმერ პუტინს საქართველოს დამოუკიდებლობისა და

დასავლეთისკენ სწრაფვის განსაკუთრებულად აგრესიულ, დაუძინებელ მტრად?

P.S.

წარმოდგენილი ანკეტა და კითხვები განკუთვნილია არა ქართულ პოლიტიკურ ცის კაბადონზე არაერთგზის ,,გაელვებული” და შემდეგ გამქრალი მორიგი ,,ვარსკვლავებისთვის”, არამედ მათთვის, ვინც რჩება ქართულ პოლიტიკაში, წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას და აქვს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია.

ზურაბ ოდილავაძე, 2011 წელი, ოქტომბერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100