მსოფლიოში ყველაზე პატარა კულტურისტი

ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არსებობენ როგორც ყველაზე დიდი, ასევე ყველაზე პატარა ადამიანები. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ არსებობს მსოფლიოში ყველაზე პატარა კულტურისტი?

ეს ადიტუა დევი გახლავთ, მეტსახელად რომეო. 2006 წელს, სამთვიანი დაუღალავი ვარჯიშის შემდეგ, დევი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც პლანეტის ყველაზე პატარა ბოდიბილდერი.

რომეოს სიმაღლე 84 სანტიმეტრია და იგი საკმაოდ ცნობილია თავის სამშობლოში, ინდოეთში, კერძოდ კი ქალაქ პაგვარაში. რომეოს წონა სულ 9 კილოგრამია და მას შეუძლია კილონახევრიანი გირის უპრობლემოდ აწევა.

ყოველდღიურად ადამიანები ადგილობრივ სპორტულ დარბაზს სტუმრობენ, რათა რომეოს ვარჯიში საკუთარი თვალით იხილონ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი სიმაღლისა, რომეოს მეტად განვითარებული და ნამდვილი ბოდიბილდერისთვის დამახასიათბელი კუნთები აქვს.

კომენტარი