სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტრაგიკული" ისტორიები - The Stig: „იაგუარის“ სასიკვდილო „ნახტომი“ და... სიკვდილი ოკეანეში (ვიდეო)

წესით, ის, რაც ყველასთვის კარგად ცნობილ მრბოლელს უნდა გაეკეთებინა, შოუდ იყო ჩაფიქრებული: ავიამზიდიდან „იაგუარით“ გადამხტარი მრბოლელი ისევ ავიამზიდზე უნდა ასულიყო და მომღიმარი სახით მოეთხრო ჟურნალისტებისთვის, რას განიცდიდა მანქანაში, ჰაერში ყოფნისას და წყალში ჩაშვების შემდეგ...

ავიამზიდი Invincible, რომელსაც „დაუმარცხებელს“ უწოდებდნენ, დიდი კატასტროფის მოწმე გახდა. იქ მყოფი სამხედრო პირები და ჟურნალისტები ძალაუნებურად გახდნენ მოწმე მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული მრბოლელის უკანასკნელი ტრიუკისა.

თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა: ავიამზიდიდან ჩვეულებრივად აფრინდა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი, მერე კი ავიამზიდის ლიფტმა გემბანზე არა გამანადგურებელი, არამედ თეთრი „იაგუარი“ აიყვანა, რომელშიც მრბოლელი ჩაჯდა.

ჩვეული ჟესტი: აწეული ცერა თითი, მწვანე ნათურა შუქნიშანზე და... „იაგუარი“ ადგილს მოსწყდა. გემბანის ბოლო წერტილამდე, საიდანაც უნდა „გაფრენილიყო“, სტიგმა 160 კმ/სთ-ს განვითარება მოასწრო - „იაგუარი“ ცხვირით ჩაეშვა ოკეანეში, სამხედროები გემბანს მიაწყდნენ... მოგვიანებით წყლის ზედაპირზე მრბოლელის უძრავი ხელთათმანი გამოჩნდა. ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ეს მხოლოდ ხელთათმანი იყო, მაგრამ დრო გადიოდა და ხელთათმანს მკლავიც მოჰყვა, მრბოლელი კი ამოყვინთვას აგვიანებდა... სამხედროები ამაოდ ელოდნენ ზედაპირზე მის გამოჩენას: ეს მრბოლელის უკანასკნელი, სასიკვდილო ნახტომი იყო, რომელიც მართლაც სასიკვდილო აღმოჩნდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100