ნატაშა კოროლევა 23 თებერვალს სცენაზე „შიშველი“ გავიდა

შემთხვევა კიევში 23 თებერვალს გამართული კონცერტის დროს მოხდა. ნატაშას რომ მაყურებელთა გაოცება უყვარს, ახალი ამბავი არ არის. სიურპრიზებს მისი ქმრისგან - ტარზანისგანაც არიან ჩვეულნი.

რაც შეეხება ამ შემთხვევას: მომღერალს წითელი დროშის მოტივების მიხედვით შეკერილი მანტია ჰქონდა წამოსხმული, ხოლო სცენაზე გასვლის შემდეგ მანტია ორივე ხალით გაშალა განზე და... როგორც ბევრმა ჩათვალა, შიშველი სხეული გამოუჩნდა. მართალია, ნატაშას ამ მანევრმა დიდი აჟიოტაჟი, ყვირილი, ღრიანცელი და სტვენა გამოიწვია, მაგრამ სინამდვილეში მომღერალმა იხუმრა - მას მხოლოდ სპეციალური კოსტუმი ეცვა, რომელიც შიშველ სხეულს გამოსახავდა...

კომენტარი