რატომ იგინებიან პატარა ავტომობილების საჭესთან მსხდომი ქალბატონები?

Newspoll- ის მიერ ავსტრალიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 4000-მდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, გაირკვა, რომ პატარა ავტომობილების მძღოლები მეტად არიან მიდრეკილნი გზაზე აგრესიისა და უხეშობისკენ, მათ უმრავლესობას კი ქალები წარმოადგენენ.

სადაზღვევო კომპანიის დირექტორის, დევიდ სკაპინკერის თქმით, ქალბატონები, რომელთაც პატარა ავტომობილები ჰყავთ, მამაკაცებზე ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, უცენზურო ჟესტებს აჩვენებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც იძახიან მოძრაობის მონაწილე სხვა ავტომიბილების მძღოლების მისამართით (რაშიც გამოკითხულთა 60 % გამოტყდა). ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი საქციელი, შესაძლოა, ავტომობილის ზომითაც იყოს გამოწვეული, რის კომპენსირებასაც მძღოლები აგრესიით ცდილობენ. თუმცა, მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ ძირითადად ასეთ ავტომობილებს ახალგაზრდები ყიდულობენ, ვისაც შესაბამისი სახსრები არ ჰყოფნით დიდი ავტომობილის შესაძენად, ახალგაზრდები კი, როგორც ცნობილია, მოძრაობის წესებს მეტად დაუდევრად იცავენ.

კომენტარი