სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროფესიონალი ბრეიკდანსერი, რომელიც ფეხების გარეშე დაიბადა (ვიდეო)

ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის ცეკვა და ბოლოს საცეკვაო მოედანზე სკოლის გამოშვების საღამოზე თუ გასულან, სადაც გულმოდგინედ უტკეპნიათ პარტნიორის ფეხსაცმელები. გამოკვლეულია, რომ ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს ცეკვის ნიჭი და სწორედ ეს აიძულებთ, პატივისცემით განეწყონ მათ მიმართ, ვინც ამ ტალანტს ფლობს.

მაგრამ თავად განსაზღვრეთ, რამდენად დიდ პატივისცემას იმსახურებს 22 წლის ინდოელი ვინოდ თჰაკური, რომელიც პროფესიონალი ბრეიკდანსის მოცეკვავე გახდა, იმის მიუხედავად, რომ ფეხების გარეშე დაიბადა.

ვინოდი ჰყვება: „სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი მეგობრები მირჩევდნენ, რომ ცეკვა შემესწავლა. მათ იცოდნენ უამრავი მაგალითი იმ უნარშეზღუდულებზე, რომლებმაც ცეკვა დაიწყეს და ამისგან დიდი სიამოვნებასაც იღებდნენ. მეც დავუჯერე და პრაქტიკული მეცადინეობა დავიწყე. მეგობრები დამპირდნენ, რომ მაქსიმალურად დამიდგებოდნენ მხარში.

ვინოდი ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეების ვიდეორგოლების მიხედვით მეცადინეობდა, რომლებსაც ინტერნეტში პოულობდა. უკვე სამი თვის შემდეგ მან შეძლო, მიმსგავსებული მოძრაობები გაეკეთებინა.

მალე ვინოდმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ტელეშოუში „ინდოეთი ეძებს ტალანტებს“. ტელევიზიით გამოჩენის შემდეგ თჰაკური პოპულარული გახდა და მისი მოძრაობების გამეორება დამწყებმა მოცეკვავეებმაც დაიწყეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100