სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლის ჯინზე გალეშილმა რუსმა მილიციელმა წითელ პარასკევს ნაგავში „ინებივრა“ (ვიდეო)

რუსული შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც სკანდალური ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა. წითელ პარასკევს გადაღებულ ვიდეოში გალეშილი, ფორმაში გამოწკეპილი რუსი მილიციელი ჩანს, რომელიც სიმთვრალის დასამალად ნაგვით სავსე სარდაფში გორაობს და, სავარაუდოდ, გამოძინებასაც აპირებს. მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ უღებდნენ, მთვრალმა მილიციელმა ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ წონასწორობა ვერ დაიცვა და ისევ ნაგავში გაიშხლართა. შემთხვევა სვერდლოვსკის რაიონის სოფელ კამიშლოვკაში მოხდა.

ვიდეორგოლის ინტერნეტში გავრცელების შემდეგ ადგილობრივ მილიციაში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ინსცენირებასთან ჰქონოდათ საქმე. თუმცა მოგვიანებით პოლიციის უფროსმა დაადასტურა, რომ პარასკევს, დილით გავრცელებულ ვიდეოზე მართლაც მათი თანამშრომელი იყო გადაღებული. „ის გათავისუფლებულია სამსახურიდან და ვერასდროს შეძლებს ვერც მილიციაში, ვერც სხვა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობას“, - განაცხადა მილიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ ბერდნიკოვმა.

„ლაიფნიუსის“ ჟურნალისტებმა კი დაადგინეს, რომ აწ უკვე ყოფილი მილიციელი არკადი დ. იყო, რომელსაც მუშაობის 7 წლიანი სტაჟი და სუფთა რეპუტაცია გააჩნდა. ჟურნალისტებმა მისი ახსნა-განმარტებითი ბარათიც მოიპოვეს, სადაც მითითებულია, რომ მილიციელი ცოლთან ჩხუბის გამო გამოთვრა:

„ცოლზე ვიეჭვიანე, მას ვეჩხუბე და სამსახურში წავედი, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი დალევა გადავწყვიტე. შემდეგ სახლში ავტობუსით მივდიოდი და გზად კიდევ ოთხი ბოთლი ჯინ-ტონიკი ვიყიდე. გაჩერებაზე ჩამოვედი და სარდაფში ბუნებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად ჩავედი, მაგრამ რაღაცას ფეხი წამოვკარი და დავეცი. სწორედ ამ დროს დამადგა თავზე ვიღაც მამაკაცი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა და მიღებდა“, - წერს არკადი ახსნა-განმარტებაში.

მთვრალი მილიციელი, განყოფილების უფროსის თქმით, იმავე დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100