სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰილარი კლინტონი კოლუმბიის ღამის კლუბში ლუდითა და ცეკვებით განიტვირთა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კოლუმბიაში ჩატარებული სამიტის დასრულება ღამის კლუბში გართობით აღნიშნა.

კუბურ ღამის კლუბში ჰილარიმ ლუდი ბოთლიდან დააგემოვნა და იცეკვა კიდეც. ეს ქალაქ კარტაჰენში მოხდა, სადაც სახმდივანმა ყველაზე პოპულარულ კლუბ La Havana-ში შეიარა.

64 წლის კლინტონი ღამის კლუბში უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელთა გარემოცვაში გამოჩნდა, ლუდი შეუკვეთა და მოგვიანებით ცეკვის ფერხულშიც ჩაერთო.

ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, „როიტერმაც“ გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100