სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენისით მხატვარი პრიკასო

ამერიკელ პრიკასოს მხატვარს უწოდებენ და ჩვენც ასე ვუწოდოთ. ის მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც საზოგადოებაში მოთხოვნადი გახდა მის მიერ ფრიად უცნაური მეთოდით შესრულებული ნახატები. კაცმა რომ თქვას, ნახატები დღეს ათასნაირი მეთოდით იქმნება - მკერდით მხატვარი ქალებიც არიან და მათზე „დრონი.ჯი“ გიყვებოდათ კიდეც, მაგრამ პრიკასო ხომ მამაკაცია და სახატავადაც სწორედ „მამაკაცური ღირსება“ აირჩია - ის პენისით ხატავს.

ნებისმიერ მსურველს მისი ნახატის ყიდვა 200 დოლარად შეუძლია და სპეციალური ფასდაკლებაც არსებობს. პრიკასო ნატურიდანაც ხატავს და, როგორც თვითონ ამბობს, თუ შიშველი ქალის დახატვა ნატურიდან უწევს, ნამუშევარი სრულყოფილი და ხარსიხიანი გამოსდის, რადგან ტილო ნატურისტისა და მხატვრის სინქრონულ სიშიშვლეში იქმნება...

მხატვარმა აღიარა, რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაკვირვებას ვერ მალავდნენ მაშინ, როდესაც მან საკუთარ თავში ასეთი ნიჭი აღმოაჩინა:

"ერთ დღეს, ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, რომ ჩემი პენისით მისი დახატვა შემეძლო. ის აღფრთოვანდა. მალე მივხვდი, რომ ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა აღმოვაჩინე – პენისის ხელოვნება. ჩემი ნახატები გაიგზავნა სხვადასხვა გალერეებში, მაგრამ აღიარება დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა – მათ უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ ეს ნახატები ნამდვილად სასქესო ორგანოთი იყო შესრულებული. ბოლოს გადავწყვიტე მომეწყო სახალხო ჩვენებები და ასეც მოვიქეცი“, – იხსენებს პრიკასო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100