ექიმებმა უკრაინაში დაბადებული სიამის ტყუპების გადარჩენა ვერ მოახერხეს

გუშინ დრონი.ჯი-მ შემოგთავაზათ დონეცკის ოლქში დაბადებულ სიამის ტყუპებთან დაკაშირებული ინფორმაცია.

ახალშობილებს საერთო გული ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მათ გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა შეუძლებელი იყო. ექიმები ჩვილებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ.

სამწუხაროდ ცდა უსაფუძვლო აღმოჩნდა და ახალშობილები გარდაიცვალნენ.

შეგახსენებთ, რომ სიამის ტყუპები სამყაროს ხუთი დღის წინ მოევლინენ და ამ ხნის განმავლოაბში ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ შეერთებულნი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პათოლოგია დედის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელიც ექიმთან კონსულტაციაზე ცხრა თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა.

კომენტარი