სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში ხანდაზმული ჰომოსექსუალებისათვის თავშესაფარი ააშენეს

ბერლინში შეიქმნა თავშესაფარი, რომელიც ხანდაზმული სექსუალური უმცირესობებისთვის არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თავშესაფარი აქამდე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობდა.

ამ თავშესაფარში საცხოვრებელი ბინები არც თუ ისე იაფი ღირს, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პროექტის ავტორები კიდევ ერთი მსგავსი დანიშნულების შენობის აგებასაც გეგმავენ.

პენსიონერი სექსუალური უმცირესობები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი შეხედულებების შესაბამისი ადამიანების წრეში იტრიალონ. მსგავსი თავშესაფარი კი მათ ამ სურვილის ასრულებაში დაეხმარებათ. აქ ისინი არ იქნებიან განსხვავებულები და არ მოუწევთ სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა. ამ თავშესაფარში ყველა თანაბარია!

თავშესაფარი მაისის ბოლო დღეებში გაიხსნა და უკვე 33 ადამიანი ცხოვრობს. მოთხოვნა კი დღითი დღე იზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100