სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამა რესტორნიდან თანხის გადაუხდელად წავიდა...

ბარაკ ობამამ ვაშინგტონის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი ისე დატოვა, რომ თანხა არ გადაიხადა. აღნიშნულ რესტორანში ბარაკ ობამა ოთხ ამომრჩეველთან ერთად იმყოფებოდა.

ინცინდენტი 13 ივნისს, რესტორან Kenny's BBQ-ში დაფიქსირდა. პრეზიდენტმა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, ორი სტილისტი და ორი სამხედრო მოხელე დაპატიჟა, რათა საკუთარი ამომრჩევლებისთვის სამომავლო გეგმები კარგად გაეცნო.

ობამამ და მისმა მხლებლებმა თევზეული შეუკვეთეს, კარგად ისიამოვნეს და ისაუბრეს. შემდეგ კი ხუთეულმა რესტორანი თანხის გადაუხდელად დატოვა. აღნიშნული თანხა კი 60 დოლარს შეადგენდა.

Kenny's BBQ-ს მფლობელებმა სკანდალის აგორება არ მოისურვეს და თეთრ სახლს ტანხის გადაუხდელობის შესახებ შეატყობინეს.

აღნიშული სიტუაცია კი სამუშაო დღის დასრულების ბოლომდე იქნა გამოსწორებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100