სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდოეთში საერთო გულის მქონე სიამის ტყუპები განაცალკევეს

ინდოელმა ქირურგებმა ნამდვილი სამედიცინო სასწაული მოახდინეს: მათ საერთო გულისა და ღვიძლის მქონე სიამის ტყპების განცალკევება წარმატებით მოახერხეს.

34 სამედიცინო მოხელისგან შემდგარი გუნდი 12 საათის განმავლობაში მუშაობდა დების, სტუტისა და არადანის განცალკევებაზე. მათ გოგონების ერთი გულიდან და ღვიძლიდან, ორის შექმნა შეძლეს. როგორც ცნობილია, ოპერაციის დაწყებამდე, ბავშვების გადარჩენის შანსი 2 პროცენტი იყო. მიუხედავად ამისა, პროფესიონალმა ქირურგებმა სასწაულის მოხდენა მაინც შეძლეს.

ქირურგებმა ოპერაცია დილის 11 საათზე დაიწყეს და 12 საათის შემდეგ წარმატებით დაასრულეს. ამ დროისათვის პატარები თავს კარგად გრძნობენ.

დები 2011 წლის 11 მაისს, უკიდურესად ღარიბ ოჯახში დაიბადნენ. მშობლებს ოპერაციისთვის აუცილებელი ფინანსები არ გააჩნდათ. სწორედ ამიტომ, ოჯახმა გადაწყვიტა, ბავშვები ექსპერიმენტში ჩაერთო, როგორც აღმოჩნდა რისკმა გაამართლა და გოგონები უბრალო „საცდელ თაგვებად“ არ იქცნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100