სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტომ კრუზს სადიზმში სდებენ ბრალს

უკვე ორი კვირაა, რაც ტომ კრუზი, რომლის ოჯახურმა ცხოვრებამ კეტი ჰოლმსთან სერიოზული კრახი განიცადა, მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში რჩება. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი დროის მანძილზე კრუზის ცხოვრების შესახებ ისეთი დეტალები ამოტივტივდა, რომლებიც არასდროს არ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ორი დღის წინ კი გაირკვა, ჰოლმსმა ოჯახის დანგრევა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მეუღლე თანაცხოვრების მანძილზე მას და მის ქალიშვილს ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკრიტიკებდა და დასცინოდა.

როგორც ამერიკული გამომცემლობები იუწყებიან, კრუზი ხუთწლიანი თანაცხოვრების მანძიზლე ამცირებდა მეუღლეს, ბრძანებლობდა მასზე და უწყობდა სკანდალებს უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი. ამასთანავე, კეტის სურვილის მიუხედავად, კრუზს ძალიან აღიზიანებდა იდეაც კი მეორე შვილის ყოლასთან დაკავშირებით.

აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მამა შვილის მიმართაც ავლენდა სადისტურ ჩვევებს. იგი ქალშვილს სასტიკად სჯიდა და მასაც მბრძანებლური ტონით ესაბრებოდა. მაგალითად ერთხელ, კრუზმა შვილის დასჯა ასე გადაწყვიტა: ბავშვს საძინებლის ფანჯრები ამოუქოლ და გოგონას ხუთი თვის მანძილზე მსგავს ოთახში უწევდ ძილი და თამაში.

აღნშინული ინფრომაციის გავრცელების გამო, ტომ კრუზი ჟურნალისტებს დასჯით ემუქრება და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე მხოლოდ მისი იმიჯის შესალახად არის მოფიქრებული.

რამდენადაც ცნობილია, კეტი ჰოლმსს ძალიან უჭირდა ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება იქედან გამომდინარე, რომ აშინებდა ქმრის რეაქცია. ჰოლმსი დღემდე ცდილობს გაარკვიოს რა მეთოდებით აპირებს ყოფილი მეუღლე მასთან და მის შვილთან სასამართლო პროცესების ფარგლებში ბრძოლას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100