სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოდესელი მღვდელი მანქანის ფარებზე დარდობს

როგორც რუსული საიტი „.newsland.ru“ იუწყება, ოდესაში მღვდელმსახურმა „Mercedes-Benz“-ით გაიტანა 11 წლის ბავშვი, რომელიც 4 დღეში გარდაიცვალა საავადმყოფოში.

თვითმხილველთა მონათხრობით, სკოლიდან გამოსული დენისი, ოდესის N 33 სკოლის მოსწავლე, მეგობართან ერთად გადადიოდა გადასასვლელზე შუქნიშნის მწვანე შუქზე. ორმა მანქანამ გატარა ბავშვები, მაგრამ „Mercedes-Benz“-მა, რომელიც უეცრად წინ გამოიჭრა, დაარტყა დენისს და დაახლოებით ორ მეტრზე გადაისროლა. მანქანიდან გადმოვიდა მღვდელმსახური, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვი წითელ შუქზე გადადიოდა.

მეექვსეკლასელი ჩავარდა კომაში. ექიმები თავიდანვე ეუბნებოდნენ მშობლებს, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. დენისის მასწავლებელი ლარისა ეფიმჩიკოვა ყოველდღე დადიოდა თავისი მოსწავლის მოსანახულებლად საავადმყოფოში და როდესაც მისი სიკვდილის ამბავი გაიგო, თვითონაც გარდაიცვალა ინფარქტით - ვერ გადაიტანა თავისი მოსწავლის დაღუპვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი ავარიის მიზეზი მღვდელიც მივიდა საავადმყოფოში და ბავშვის ნათესავებს აცნობა, რომ პრეტენზიებს არ წაუყენებს მათ გატეხილი ფარის გამო.

მოსწავლე და მასწავლებელი ერთ დღეს დაკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100