30 წლის ქალბატონი ორგაზმს დღის განმავლობაში 500-ჯერ განიცდის

30 წლის ზარა რიჩარდსონი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოში ცხოვრობს, დღის განმავლობაში ორგაზმს 500-ჯერ განიცდის.

მსგავს სიტუაციას რიჩარდსონის გენიტალიებთან დაკავშირებული პათოლოგია განაპირობებს. სამედიცინო მოხელეებმა ქალბატონს აღნიშნული დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს:

„მე ვხვდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. ორგაზმი შესაძლოა მაშინ განმეცადა როცა სუპერმარკეტში პროდუქციის საყიდლად ვიყავი შესული“, - აღნიშნავს თავად რიჩარდსონი.

ქალბატონი ამბობს, რომ მსგავსი დაავადება სერიოზულად ართულებს მის ცხოვრებას: „ჩემი დაავადება ჩემი ცხოვრების ყველა ასპექტზე უარყოფითად მოქმედებს: არ შემიძლია დიდხანს ვიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ორგაზმით გამოწვეული ტკივილის ატანა ხანგრძლივად არ შემიძლია. არ მაქვს საშუალება ახალი სამსახურის მოსაძებნად გასაუბრებებზე სიარული. ჩემი პირადი ცხოვრებაც დანგრეულია, არცერთ მამაკაცს არ შესწევს სექსუალურად ჩემი დაკმაყოფუილების ძალა“.

ჯერჯერობით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი გზა არ არსებობს. მსგავსი დაავდებით მსოფლიოს მასშტაბით ცხრა ქალბატონი იტანჯება.

კომენტარი