სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღტკინებულ მასაში ოპერატორმა უცნაური მზერის ბიჭუნა აღმოაჩინა (ვიდეო)

სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის საფეხბურთო (იგულისხმება ამერიკული ფეხბურთი, - რედ.) გუნდის Gator აღტკინებულ გულშემატკივრებში ოპერატორმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა განსხვავებული სახით მათ შორის მყოფი ბიჭუნა, რომელიც პირდაპირ კამერას უყურებს.

კადრების გაშიფვრისა და ინტერნეტში გავრცელების შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ თითქოს ბიჭის გამყინავი მზერა ყველა მისი მნახველის სულის სიღრმეებს სწვდება, ხოლო გამომეტყველება იმაზე მიანიშნებს, რომ მას არ მოსწონს, რაც იქ ხდება.

და საერთოდ, ამ კადრებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან მსგავს შემთხვევებში საკმაოდ იშვიათია ახალგაზრდა, რომელიც საყვარელი გუნდის ქომაგების მსგავსად, ხმაურითა და ყიჟინით არ გულშემატკივრობს რჩეულებს, აქ კი ბიჭი თითქოს მოჩვენებასავითაა „ჩაკვეხებული“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100