სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღალატის სტატისტიკა საქართველოში

ცოლ-ქმრული ღალატი მოიაზრებს სექსს, მეუღლის გარდა სხვა ადამიანთან. ღალატი საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიო მაშტაბით და საშუალოდ მსოფლიო პოპულაციის 22 % აქვს ქორწინების მიღმა სექსუალური ურთიერთობა. თუ ქორწინების მიღმა სექსი ხდება თანხმობით და წყვილი ამაზე თანხმდება, ეს არ არის ღალატი, არამედ ასეთ ურთიერთობას ღია ურთიერთობა ჰქვია.

აშშ-ში კინსის კვლევების მიხედვით მეუღლეს კაცების 50 % და ქალების 26 % ღალატობს.

მსგავსი კვლევა საქართველოში „GeoSexMD“-მა ჩაატარა. გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს სქართველოში ღალატის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 608 დაოჯახებულმა ადამიანმა, (271 ქალმა და 337 მამაკაცი) ხმის მიცემა ხდებოდა ანონიმურად ონლაინ გამოკითხვით, Block by cookie - სისტემით.

საერთო გამოკითხულთა 44 % -მა განაცხადა რომ მეუღლისთვის უღალატია. საშუალოდ მამაკაცების 51,9 % მეუღლის ერთგულია. ხოლო 48,1 % ღალატობს მეუღლეს (ან წარსულში უღალატია)

ქალების საშუალოდ 39 % ღალატობს მეუღლეს. 61 % კი ერთგულია.

ეს მონაცემები საკმაოდ ესადაგება მსოფლიო მონაცემებს, თუმცა ღალატის დონე საშუალოსთან შედარებით საქართველოში მაინც მაღალია.

ყურადღებას იპყრობს ქალების ღალატის მაჩვენებელი. მაშინ, როცა კინსის მიხედვით, სექსუალური რევოლუციის და თავისუფალი სექსის პირობებში, აშშ- ში ქალების ღალატის მაჩვენებელი მხოლოდ 26 % იყო, საქართველოში, სექსის ნაწილობრივი ტაბუს და ქალიშვილობის ინსტიტუტის პირობებში, ქალების ღალატის მაჩვენებელი 39% -ია.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტი. GeoSexMD -ის მიერ ჩატარდა კვლევა, გამოიკითხა 692 დაოჯახებული ადამიანი. კითხვა იყო დასმული შემდეგი ფორმით: შეგიძლიათ თუ არა მეუღლისთვის ღალატის პატიება. საერთო გამოკითხულთა მხოლოდ 19 % –მა აღნიშნა, რომ შეუძლია მეუღლეს აპატიოს ღალატი, ხოლო 81 %-ის მტკიცებით მათ არ შეუძლიათ მეუღლეს აპატიონ. გამოკითხული იყო 427 მამაკაცი და 265 ქალი.

ქართველი მამაკაცების მხოლოდ 11%-ს შეუძლია აპატიოს ღალატი მეუღლეს. მაშინ როცა მათი 51% თავად ღალატობს. 89% -ს ღალატის პატიება არ შეუძლია.

ქალების 31 % -ს შეუძლია ღალატი აპატიოს მეუღლეს. მაშინ როცა მათი 39 % თავად ღალატობს. ხოლო 69 % -ს ღალატის პატიება არ შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100