აქვს აზრი ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?

ყველანი რაღაცას ველოდებით. ადამიანისთვის - ეს ბუნებრივია. თუ ეს მოლოდინი მხოლოდ ჩვენ ცხოვრებას ეხება - კიდევ არა უშავს, მაგრამ ხშირად ის ხომ სხვა ადამიანების - ჩვენი ახლობლების, ნათესავების, მეგობრების, კოლეგების, თანამოაზრეების ცხოვრებასაც ეხება. თქვენ რა ხასიათის მოლოდინები გაგაჩნიათ? საერთოთ, რამდენად სასარგებლოა - ელოდო?

პირადი მიღწევებისა და წარმატების აღიარებული კონსულტანტი ბრაიან ტრეისი (რომელიც თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია პორტალზე Education.ge გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან „წარმატების საიდუმლოები“ მოლოდინის კანონზომიერების თაობაზე აცხადებს: „ ყველაფერი, რასაც მტკიცე რწმენით ელოდებით, თვითშესრულების წინასწარმეტყველებად იქცევა“. თუ გიფიქრიათ ამგვარად? თურმე ჩვენს მოლოდინებს აღსრულების ტენდენცია გააჩნია!

კითხვაზე - რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი საკუთარ მოლოდინებზე დაფიქრება პასუხი ცალსახაა - იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მომავლის ფორმირებას ახდენენ!

დავიწყოთ იმით, რომ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა - ამჟამად/ბოლო დროს ( ბოლო თვის, უკანასკნელი ორი, სამი თვის განმავლობაში) როგორ მიდის საქმე ნებისმიერ ჩამოთვლილ სფეროში? რამდენად გაწყობთ არსებული მდგომარეობა? თუ უფრო განსხვავებულის დანახვას ისურვებდით?

იმის შემდეგ, რომ ამის თაობაზე საკუთარ თავს წარუდგენთ მცირე ანგარიშს, დასვით შემდეგი კითხვა: „რა მოლოდინები გამაჩნია (მქონდა) ამ სფეროში?“

მაგალითად, ექსპერიმენტისთვის თქვენ აირჩიეთ საქმიანი სფერო, ანუ საქმიანობა სამსახურში და ამ სფეროში სიტუაცია ისე არ ყალიბდება, როგორც გსურდათ. კერძოდ, თქვენ ვერ აღწევთ მაქსიმუმს და ბოლომდე ვერ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. მოლოდინების თაობაზე კითხვას თუ დაუსვამთ საკუთარ თავს, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ამ სფეროში ყოველთვის, გამოკვეთილად თქვენ მხოლოდ სირთულეს ელოდებოდით: ახლობელიც გეუბნებათ იმის შესახებ,რომ ამ სფეროში ძნელია რამის მიღწევა და თქვენ მას უსმენთ, ხელმძღვანელიც სათანადო პატივს არ გცემთ და არ გიწევთ ანგარიშს იმდენად, რამდენადაც ეს სასურველია თქვენთვის, ისიც მიგაჩნიათ, რომ ახლანდელი სამსახური არ გიქმნით პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭირო პირობებს. ანუ საქმიანობის შედეგი - პასუხობს თქვენს მოლოდინს.

ახლა კი მოდით სხვა ტიპის, საწინააღმდეგო მაგალითი და სულ სხვა სფერო განვიხილოთ. დაუშვათ, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით: თუ ავადმყოფობთ - მხოლოდ ძალიან იშვიათად და მსუბუქად, წამლებს არ ღებულობთ, ექიმებს იშვიათად მიმართავთ და არაფერს არ უჩივით, იმავდროულად თქვენი თანატოლების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ამ სურათის ფონზე ჯანმრთელობის მიმართ თუ გადახედავთ საკუთარ მოლოდინებს შესაძლოა გაოცებულიც დარჩეთ როდესაც აღმოაჩენთ, რომ საკუთარ თავს ყოველთვის ძალიან ჯანმრთელ ადამიანად თვლიდით, ყოველგვარი ქრონიკული დაავადებების ან მათ მიმართ ყველანაირი მიდრეკილების გარეშე და მოლოდინები მხოლოდ ამ სახის გაგაჩნდათ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინებსა და ცხოვრებაში მომხდარს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ჩვენი ექსპერიმენტიც ადასტურებს ამას. რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუბარი ნამდვილ, სიღრმისეულ მოლოდინებზეა და არა თვითშთაგონებაზე, როგორიცაა მაგალითად: „ ჩემს ცხოვრებასა და საქმეებში ყველაფერი საუცხოოდაა (და მე თითქოს მჯერა რომ ეს ესეა)“.

მოლოდინები გარდა პოზიტიურებად და ნეგატივურებად დაყოფისა, გახმოვანებულებად და გაუხმოვანებულებად შეიძლება დავყოთ. ვფიქრობთ, რომ სხვაობაში გარკვევა არ უნდა წარმოადგენდეს დიდ სირთულეს. ამ სახის გრადაციასთან დაკავშირებით საკითხი კი სულ სხვა კუთხით შეიძლება დაისვას : ახდენს თუ არა მოლოდინების გახმოვანება მათი რეალიზაციის შესაძლებლობაზე? პასუხად უნდა გაცნობოთ, რომ მრავალი დაკვირვების შედეგად ფსიქოლოგები ცალსახად უარყოფენ ამას და გვარწმუნებენ, რომ იმის მიუხედავად გაუზიარეთ ჩვენ ისინი ვინმეს თუ არა მათი რეალიზაცია თანაბარია.

ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ იწყება „პრაქტიკული მაგია“.

ბ. ტრეისის აზრით: ნებისმიერი ადამიანი მიისწრაფის მასზე დაკისრებული მოლოდინების რეალიზაციისკენ იმის მიუხედავად იცის მათ შესახებ თუ არა!

პირველ რიგში ყველანი ვცდილობთ იმ მოლოდინების განხორციელებას, რომელიც გააჩნიათ ჩვენს მიმართ ჩვენს მშობლებს, ხელმძღვანელებს, ახლობლებს - ბავშვები, მეუღლეები და მერე უკვე ჩვენ თვითონაც. ამ პროცესში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას პოზიტიური თუ ნეგატივურია ეს მოლოდინები თავისი არსით. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანში ჩადებულია მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ახდენს მის დამიზნებას საკუთარი თუ სხვების მოლოდინების რეალიზაციაზე. სწორედ ამის გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შესაბამისობაში მოდის პირადად ჩვენი და ჩვენი ახლობლების მოლოდინებთან. ამიტომ არა მხოლოდ არასასურველი, არამედ სახიფათოცაა იქონიოთ ნეგატივური მოლოდინები, ვინაიდან თქვენი ცხოვრება იმ დონემდე დაიმუხტება უარყოფითად, რა დონეზედაც თქვენ (ან თქვენს გვერდით მყოფი ადამიანები) ელოდებოდით ამას.

მადლობა უფალს, რომ მოაზროვნე არსებები ვართ და შეგვწევს იმის უნარი, რომ გაუწიოთ კონტროლი საკუთარ აზრებსა და მოლოდინებს. კონტროლის გაწევა შესაძლოა არ აღმოჩნდეს მარტივი და უცბად არც გამოგვივიდეს, მაგრამ ხომ შეგვიძლია ვეცადოთ მაინც. მცდელობის ჯილდო კი - სრულყოფილი და ლამაზი პირადად თქვენი და არა სხვისი ცხოვრება იქნება.

რა გავაკეთოთ თუ ცხოვრების რომელიმე სფეროში გვსურს სიტუაციის შეცვლა?

დაიწყეთ იმით, რომ უნდა ისწავლოთ უკეთესობის ლოდინი!

ხომ ვიცით ყველამ, რომ „პლიუსის“ თუ „მინუსის“ ნიშნით სიტუაციის განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში დაახლოებით თანაბრადაა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით კი გაუგებარია - რატომ უნდა გადავიხაროთ მაინც და მაინც პესიმისტურ ნახევრისკენ? ხომ შეგვიძლია გამოვიჩინოთ უკეთესისკენ მისწრაფება და პოზიტიურად ვიცხოვროთ? მოდით სვლა სწორედ აქედან დავიწყოთ!

კომენტარი