როგორ გადაუარა ბურჯანაძეების "ჯიპმა" პირველ მომიტინგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ გადაუარა თეთრმა "ტოიოტას" ჯიპმა მის ირგვლივ შემოკრებილი მომიტინგეებიდან ერთ-ერთს, წინა, დაცვის მანქანა კი პირდაპირ ხალხში შევარდა, რათა ესკორტისთვის გზა გაეკვლია. შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად უარყოფდა მისი ესკორტის მიერ როგორც პირველი მომიტინგის, ასევე მოგვიანებით, პოლიციელის გადავლის ფაქტს.

აი, როგორ ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი ამბავს, რომელიც ესკორტის დაძვრის შემდეგ მოხდა:

„ჯერ თავის ხალხს დაეჯახნენ და მერე პოლიციელებს. ტარანზე წავიდნენ. თანაც პირველი დაეჯახა ბურჯანაძის ჯიპი, რომელზეცდაცვის 2 თანამშრომელი იდგა. მერე შემდეგმა მანქანებმა გადაუარეს ძირს დაყრილ პოლიცილებს და ხალხს. დაღუპული პოლიციელი კასკით წამოედო მანქანის პოლს და ათრია პუშკინის სკვერამდე. იმიტომ ვერ ხედავთ თქვენ სად დაარტყა. დარტყმის მომენტში დაახლოებით 15-20 პოლიციელი აყარა ჰაერში. წარმოიდგინეთ 200 კაციანი კორდონი გააპეს და ისე გავიდნენ. ჯერ მომიტინგეები და მერე პოლიციელები მანქანებმა გადათელეს რუსთაველის კინოსა და მუზეუმის წინ. რამდენიმე იქვე გაფანტა და ერთი გაითრია ოდნავ შორს. კამერებში არ ჩანს დარტყმის მომენტი, მაგრამ ტვინიდან ალბათ არსდროს წაიშლება. ფაქტია, რომ ხალხი დახოცა ბურჯანაძემ, სისხლი დაღვარა. თქვა კიდეც მისმა შვილმა "მაესტროს" ჩართვაში მიტინგის დაშლიდან 20 წუთში, პოლიციის კორდონი რომ არ გაგვერღვია, ცუდად იქნებოდა საქმეო...“

კომენტარი