ცეცხლში გახვეული არიზონა (ვიდეო)

ამერიკის შტატ არიზონაშიუკვე მეცხრე დღეა, მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შტატის ტერიტორია ბუნებრივი ხანძრების კერა გახდა.

ქალაქ გრირის მცხოვრებთა უმრავლესობამ საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა, დანარჩენები კი, ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იძულებულნი იქნებიან, რამდენიმე დღეში იგივე გააკეთონ.

ამასთან, დაახლოებით შვიდი ათასი მოქალაქე, რომლებიც მეზობელ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ, ევაკუაციისთვის უნდა მოამზადონ. „ბი–ბი–სი“ სტიქიური უბედურების ზონაში გადაღებულ კადრებს კომენტარის გარეშე ავრცელებს.

კომენტარი