სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახსოვდეს შენი ისტორია - რვა ომი რუსეთთან 200 წლის მანძილზე (ვიდეო)

1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო.

1810 წელს დაიპყრო იმერეთის სამეფო, 1828 წელს – გურიის, 1856 წელს – სამეგრელო–სვანეთის, 1865 წელს – აფხაზეთის სამთავროები.

აფხაზეთის დაპყრობით რუსეთის იმპერიამ დაასრულა საქართველოს ოკუპაცია.

1921 წლის 25 თებერვალი – დამოუკიდებელი საქართველო იმპერიამ ისევ დაიპყრო.

1924 წელი – დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანი დახვრიტეს.

1989 წლის 9 აპრილი – თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა დამსჯელმა რაზმმა 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლა: იმპერიამ დაიწყო საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.

რუსეთმა 1992 წელს სამაჩაბლოს, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა.

2008 წელს რუსეთმა ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

200 წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ რვა ომი გადაიხადა!!!

იმის საფრთხე, რომ ომების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ჯერაც არსებობს...

გახსოვდეს შენი ისტორია!!!

(მასალის ფოტოზე: ფოთი, 2008 წლის აგვისტო. ავტორი – ლაშა ზარგინავა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100