სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მას შემდეგ, რაც ხელის თხოვნაზე უარი მიიღო, მამაკაცმა თავისი შეყვარებული დანით დაჩეხა

უზბეკეთის მოქალაქემ 26 წლის ბიჭმა თავის შეყვარებულს 23 წლის გოგონას ქალაქის ერთ-ერთ მარკეტში ხელი სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი საყვარელ ქალს დანით 17 ჭრილობა მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცმა თავის მოკვლის მიზნით ვენები გადაიჭრა, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროზე მოხერხდა და ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა 20 დეკემბერს, საღამოს საათებში პროდუქტების საყიდლად შევიდა მაღაზიაში, ბიჭი თაიგულით შეჰყვა უკან და ცოლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. წყობიდან გამოსულმა შეყვარებულმა მოულოდნელად ამოიღო დანა, თითქოს გოგონას პასუხი წინასწარ იცოდა და გამეტებით დაუწყო რტყმა. დაჩეხილმა ახალგაზრდამ წამებში დალია სული, ამ დროს კი ყველასგან მოულოდნელად ბიჭს მაჯებიდან სისხლი სდიოდა.

დამნაშავე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი პირდაპირ განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ ბრალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100