სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტოვებულმა ბიჭმა თავის შეყვარებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და პოლიციის მოსვლამდე ეხუტებოდა მას (ვიდეო+18)

ტაილანდელმა 24 წლის პუკაპონგ ჩიტარომ თავისი ყოფილი შეყვარებულს ნატჰარია იაპრადიტს პირდაპირ სტუდენტური საცხოვრებლის ეზოში ესროლა, შემდეგ ცხედრის გვერდით ჩამოჯდა, ეხუტებოდა მას და თავის მოკვლას ცდილობდა, თუმცა გამბედაობა არ ეყო. ოილიცია სწორედ იმ დროს მივიდა, როცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილ შეყვარებულს ეხუტებოდა და ტიროდა.


როგორც თვითმხილვევლი ყვება, პუკაპონგი გოგონასთან დალაპარაკებას ცდილობდა, თუმცა ეს უკანასკნელი ამის საშუალებას არ აძლევდა და აცხადებდა, რომ მასთან უკვე დაამთავრა ურთიერთობა. ამის შემდეგ ბიჭმა ცეცხლსასროლი ჭრილობა პირდაპირ გულმკერდის არეში მიაყენა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადა, ხოლო ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ის ახლა სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გარდაცვლილი გოგონას მეგობარი ჟურნალისტებთან ყვება, რომ წყვილი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდათ. ნატჰარიას ურთიერთობის დასრულება უნდოდა, რამაც დამნაშავეში აგრესია გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100