სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიდეოზე ასახული უკანასკნელი წამები - 19 წლის ბიჭი ძლიერმა დინებამ წაიღო

კადრები გადაღებულია პაკისტანში - 19 წლის შერაზ ჰანი თავის ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად პიკნიკზე წავიდა მდინარის პირას. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი პოლიციასთან ყვება, შერაზს უნდოდა მათთვის დაემტკიცებინა, რომ წყლის აღარ ეშინოდა და გადაწყვიტა მდინარიდან პატარა ქვა ამოეღო. იგი ნაპირთან ახლოს მივიდა, თუმცა ფეხი დაუცდა და ძლიერმა დინებამ წაიღო.


"სანამ მდინარესთან მივიდოდა, მთხოვა ვიდეო გადამეღო მისთვის, რათა დაემტკიცებინა ყველათვის, რომ წყლის შიში დაძლია. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს მისი უკანასკნელი ვიდეო იქნებოდა და მე მის სიკვდილს გადავიღებდი. ჩემს თავზე ვბრაზდები, რადგან არ გადავაფიქრებინე მას მდინარესთან მიახლოება" - განაცხადა შერაზის ბიძაშვილმა, რომელიც იმ საბედისწერო მომენტს ტელეფონით იღებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100