სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ვიდეო საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - თოჯინა მაშინ გამოძრავდა, როცა აღარავინ უყურებდა

გადაცემა "მოჩვენებებზე მონადირე" ერთ-ერთი პოპულარული შოუა, რომელშიც სხვადასხვა ამოუხსნელ ფენომენს აწყდებიან შემდეგ სათვალთვალო კამერის დაკვირვების შედეგად უცნაურ კადრებსაც იღებენ. ეს ვიდეო დიდ ბრიტანეთშია გადაღებული და გადაცემის მონაწილეები სათვალთვალო კამერით სწორედ ამ მიზნით აკვირდებიან ოთახს, სადაც მათი აზრით უცნაური მოვლენები ხდება.


როგორც გადაცემის წამყვანი ირწმუნება, მისი დაკვირვებით, მუსიკალურ თოჯინაში ჩასახლდა პატარა ბავშვის სული, რომელსაც არასდროს უყვარდა, როდესაც მის სათამაშოებს ვინმე ეხებოდა:

"ამ სახლში წარმოუდგენელი რამ ხდება - ეს თოჯინა მოულოდნელად იწყებს მუსიკის დაკვრას, როდესაც ოთახში არავინ იმყოფება. შემდეგ საიდანღაც ისმის ზარების რეკვა. მე თოჯინას ადგილი შევუცვალე და ცოტა ხნით ზურგით შევბრუნდი, კამერამ კი დააფიქსირა, რომ ის რამდენიმე დიუმით წინ გაიწია, ვერ აიტანა, როდესაც დაუკითხავად გადავაადგილე".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100