ბავშვის საძინებელში ძიძისთვის დამონტაჟებულმა კამერამ მოჩვენება დააფიქსირა

თითქმის ყველა ოჯახს, რომელსაც ბავშვისთვის ძიძა ჰყავს აყვანილი, ოთახებში ფარული კამერა აქვთ დამონტაჟებული, რათა აკონტროლონ, თუ როგორ ექცევა ის მცირეწლოვანს.

ერთ-ერთმა ასეთმა კამერამ კი ერთი წლის გოგონას საძინებელში მოჩვენება დააფიქსირა, რომელიც კარს აღებს და შიგნით იყურება, თითქოს შესვლა უნდა, მაგრამ თავს იკავებს.
მოჩვენების ვიზუალით თუ ვიმსჯელებთ, ის მოზარდია. ამ კადრების დაფიქსირების შემდეგ ბავშვის მამა, 31 წლის ინგლისელი მამაკაცი იხსენებს, რომ ოთახში შესვლამდე დიდი ხანი დასჭირდა, რათა გამბედაობა მოეკრიბა:
"მოჩვენებების არასდროს მჯეროდა, თუმცა რაც ვიდეოზე ვნახე, ნამდვილად ადასტურებს მათ არსებობას. სანამ კამერა მას დააფიქსირებდა, რამდენიმე დღით ადრე ჩემი გოგონას საწოლთან ძირს დაგდებული თოჯინა ვიპოვნე, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა და ვერ მივხვდით, საიდან მოვიდა, აქამდე არასდროს გვინახავს, თუმცა მაშინ ამისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ მიგვინიჭებია, ახლა კი ყველაფერი უკვე ეჭვს მიჩენს" - განაცხადა გოგონას მამამ.

კომენტარი