სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ატრაქციონმა მოზარდი გოგონა ჰაერში ატრიალა და შემდეგ დიდ მანძილზე გადააგდო (ვიდეო +18)

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ერთ-ერთ პარკში გამვლელებმა ვიდეო საშინელ მომენტში გადაიღეს - ატრაქციონმა მოზარდი გოგონა ჰაერში ატრიალა და შემდეგ დიდ მანძილზე გადააგდო.


კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ბავშვი კარგად მოეჭიდოს, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ უმკლავდება დიდი სისწრაფით მომუშავე ატრაქციონს.

დაცემისას გოგონამ ბარძაყის ძვალი მოიტეხა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ინციდენტს, როგორც გაირკვა, ტექნიკური ხარვეზის გამო გოგონამ ვერ შეძლო თავის შეკავება და სწორედ მას შემდეგ მოხდა ყველაფერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100