სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა "ზომბი", რომელიც სახლის კარის შემტვრევას ცდილობდა, თუმცა გონება დაკარგა

სამხრეთ კაროლინაში საცხოვრებელი სახლის კართან დამონტაჟებულმა კამერამ უცნაური ფაქტი დააფიქსირა - მამაკაცი, რომელიც ზომბს უფრო წააგავს, სახლის გაძარცვის მიზნით კარის შემტვრევას ლამობდა.


კადრებში კარგად ჩანს, რომ ის სახლში შესაღწევად კარს მთელი ძალით ეხეთქება. რამდენიმე წამის შემდეგ კი გონებას კარგავს. როგორც სახლის მეპატრონე ქალმა, 30 წლის სავანა ბრაზერტონმა პოლიციას განუცხადა, ინციდენტის დროს ის კარის მეორე მხარეს იმყოფებოდა და თუ მძარცველი პოლიციის მოსვლამდე შეაღწევდა მათ სახლში, ის ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდა "ზომბის" შესაშინებლად. დიასახლისი საშობაო ნამცხვრებს აცხობდა, როდესაც კარზე საშინელი ხმაური გაიგონა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100