სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპილომ მომვლელი მაშინ გაგუდა, როდესაც მამაკაცი მუცელს ბანდა - გაინტერესებთ, რატომ არ არის დამნაშავე ცხოველი?

უბედური შემთხვევა მოხდა ინდოეთში - სპილომ თავისი მომვლელი, 40 წლის არუნ პანიკარი, რომელიც ტანს ჰბანდა, შემთხვევით გაჭყლიტა.

როგორც მეორე მომვლელი აცხადებს, მან დაინახა, როგორ დაარტყა მამაკაცმა ფეხებში ცხოველს, ის კი ტკივილისგან ჩაიკეცა და ქვეშ მოიყოლა გარდაცვლილი:
"არუნს მუცელი უნდა დაებანა სპილოსთვის, თუმცა ვერ წვდებოდა. მე ამ დროს გვერდიდან ვასხამდი წყალს. მან ცხოველს ფეხებში ჩაარტყა, რათა ოდნავ დახრილიყო და მოხერხებულად დაებანა, თუმცა სპილოს იმდენად ეტკინა ფეხები, რომ მთლიანად ჩაიკეცა და არუნიც ქვეშ მოიყოლა. ვცდილობდი მის შველას, მაგრამ არაფერი გამომივიდა" - განაცხადა ახალბედა მომვლელმა, რომელიც არუნთან ერთად მუშაობდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა მრავლობითი ტრავმებისგან გამოწვეული სიკვდილი დააფიქსირა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100