ბავშვთა მხატვრული ტანვარჯიშის კლუბ "პირველებში" გია ყანჩელის შემოქმედების კვირეული ჩატარდა

ბავშვთა მხატვრული ტანვარჯიშის კლუბ "პირველებში" გია ყანჩელის შემოქმედების კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ვარჯიშობდნენ კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკის ფონზე.


კვირეულის დასასრულს კი კლუბის მწვრთნელებმა - საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მხატვრულ ტანვარჯიშში მზეო სამუკაშვილმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მხატვრულ ტანვარჯიშში ვიკი შელიამ, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონმა მხატვრულ ტანვარჯიშში ვიქტორია ბუზუიანუმ და ქართული ბალეტის პრიმა ბალერინამ ნინა გოგუამ გია ყანჩელის ერთ-ერთ უკვდავ მელოდიაზე იმპროვიზებული ცეკვა უჩვენეს კლუბის წევრებს.

კომენტარი