სტეფანეს ახალი კლიპის „ტანგოს“ პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერს სტეფანეს ახალი მუსიკალური ვიდეო რგოლის „ტანგოს“პრეზენტაცია გაიმართა.
მუსიკალური ვიდეო სპეციალურად adjarabet.com-ის ინტერაქციული ფილმისთვის შეიქმნა.
ფილმს „არენა“ ჰქვია, გადაღებებს metro production უძღვებოდა, პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაობდა, ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.

ვიდეორგოლი ბორის შხიანის ცნობილ სიმღერაზე „ტანგო“ არი სგადაღებული, სტეფანემ სიმღერის ახალ ვერსიაზე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იმუშავა.
„ალბათ, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის საქართველოშია გადაღებული, მაგრამ ნამდვილად ასეა“ - აღნიშნა პრეზენტაციაზე სტეფანემ.

მუსიკალურ რგოლში, სტეფანესთან ერთად, სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები და მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ამასთანავე, კლიპში ჩაერთო ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორია და სპეციალურად „არენასთვის“ საქართველოში ჩამოვიდა. „არენა“ აჭარაბეთის ინტერაქციული გამოცდილებაა, რომელშიც მაყურებელს თვითონ შეუძლია მართოს თამაში და აირჩიოს, რა გზით განვითარდეს სიუჟეტი. აჭარაბეთი პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერაქციულ ფილმს შესთავაზებს. „არენაში“ მთავარი გამოცდილებაა იმ ემოციების, არჩევანისა დაგადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც ადამიანს ქმედების დასრულების შემდეგ რჩება. „მართე შენი თამაში“ - ესაა პროექტის მთავარი გზავნილი. მაყურებელი ფილმის დასაწყისიდანვე გამოდის პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან და ხდება აქტიური მოთამაშე, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით მართავს თამაშს და თავადვე განსაზღვრავს თავისი გზას ამა თუ იმ სიუჟეტში.

კომენტარი