"ბაია პატარაიას თუ ასე შესტკიოდა გული ჩემს შვილზე, შეეძლო პირადად მოეწერა და საჯაროდ არ ესაუბრა ამაზე" - ნახეთ, რას ჰყვება იმ ბავშვის დედა, რომლის ვიდეომაც ინტერნეტში აღშფოთება გამოიწვია

პატარა ნინი გუბელიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოზარდი მაკიაჟსა და ქალურ სამოსში გამოწყობილი ცეკვავს.

ინტერნნეტ-მომხმარებლების ნაწილი ბავშვისთვის მსგავსი ვიდეოების გადაღებას გმობს და აცხადებს, რომ ეს ყოველივე პედოფილებისთვის გადაგდებული ლუკმაა, ნაწილს კი მოსწონს ნინის დედის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობენ. მართალია, ის კადრები, რომელმაც ასეთი აღშფოთება გამოიწვია, უკვე წაშლილია, თუმცა არის სხვადასხვა ვიდეოები, სადაც ნინი ოსტატურად ცეკვავს და ავლენს თავის ნიჭს.

თათია დვალიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი დრო" ნინის დედა სწორედ იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მას ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეხვდა და აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რატომ გადაწყვიტა აღნიშნული ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსება.

კომენტარი